"საქართველოს მთავრობამ არსებულ შემაშფოთებელ გარემოებებზე სრული პასუხისმგებლობა უნდა აიღოს"
ირლანდიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ჩარლზ ფლანაგანი აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ მკურნალობის ნება უნდა დართონ.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ არსებულ შემაშფოთებელ გარემოებებზე სრული პასუხისმგებლობა უნდა აიღოს
„საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. მას, ჰუმანიტარული ნიშნით, საზღვარგარეთ მკურნალობის ნება უნდა დართონ. საქართველოს მთავრობამ უნდა აიღოს სრული პასუხისმგებლობა არსებულ შემაშფოთებელ გარემოებებზე“, – წერს ფლანაგანი „ტვიტერში“.
შეგახსენებთ, გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების თაობაზე მისი ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
IPN