"ვწუხვარ იმ ზოგიერთი ჩვენი თანამოქალაქის გამოც, ეს ღმერთის აუცილებელი სასჯელი რომ ჰგონია" - გიორგი კეკელიძე თურქეთში და სირიაში დატრიალებულ ტრაგედიას ეხმაურება - კვირის პალიტრა

"ვწუხვარ იმ ზოგიერთი ჩვენი თანამოქალაქის გამოც, ეს ღმერთის აუცილებელი სასჯელი რომ ჰგონია" - გიორგი კეკელიძე თურქეთში და სირიაში დატრიალებულ ტრაგედიას ეხმაურება

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, გიორგი კეკელიძე თურქეთში და სირიაში დატრიალებულ ტრაგედიას "ფეისბუქზე" ეხმაურება:

"ვწუხვარ თურქეთში და სირიაში საზარელი მიწისძვრით დაღუპულთა და დაზარლებულთა გამო. ვწუხვარ იმ ზოგიერთი ჩვენი თანამოქალაქის გამოც, ეს ღმერთის აუცილებელი სასჯელი რომ ჰგონია სხვა რწმენის მქონეთა მიმართ. ახალი აღთქმის უფალი ანუ ქრისტე, არა სასჯელის, არამედ თანაგანცდის ღმერთია, რომელმაც ,,თვალი თვალის წილ" გააუქმა და უცხოს შემჩნევა დაავალა ადამიანს. არა მგონია ამ ღმერთმა, სამსჯავროზე, ნანგრევებში მოყოლილი პატარების ცოდვის მიწერა გვაპატიოს", - წერს გიორგი კეკელიძე.