ახალგაზრდა მსახიობი და რეჟისორი რეზი ქაროსანიძე გარდაცვლილი იპოვეს - "საოცრად ნიჭიერი ადამიანი იყო... ყველა, ვინც იცნობდა, შოკირებულია" - კვირის პალიტრა

ახალგაზრდა მსახიობი და რეჟისორი რეზი ქაროსანიძე გარდაცვლილი იპოვეს - "საოცრად ნიჭიერი ადამიანი იყო... ყველა, ვინც იცნობდა, შოკირებულია"

ქუ­თა­ი­სის ლადო მეს­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი და რე­ჟი­სო­რი რეზი ქა­რო­სა­ნი­ძე გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.

ის 33 წლის იყო.

რეზი ქა­რო­სა­ნი­ძემ თბი­ლი­სის შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რი­სა და კი­ნოს სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ამ­თავ­რა.

თა­მა­შობ­და ილი­ა­უ­ნის თე­ატ­რის სპექ­ტაკლში “რი­ჩარდ მე­სა­მე” (რე­ჟი­სო­რი: კა­ხა­ბერ შარ­ტა­ვა).

ქუ­თა­ი­სის ლადო მეს­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი აქვს შემ­დე­გი რო­ლე­ბი:

ხლეს­ტა­კო­ვი - “რე­ვი­ზო­რი” (რე­ჟი­სო­რი: გი­ორ­გი სი­ხა­რუ­ლი­ძე); ჟა­დო­ვი - “შე­მო­სავ­ლი­ა­ნი ად­გი­ლი” (რე­ჟი­სო­რი: გი­ორ­გი სი­ხა­რუ­ლი­ძე); ლი­სან­დრე - “ზა­ფხუ­ლის ღა­მის სიზ­მა­რი” (რე­ჟი­სო­რი: კა­ხა­ბერ შარ­ტა­ვა); ტი­ბალ­ტი - “რო­მეო და ჯუ­ლი­ე­ტა” (რე­ჟი­სო­რი: გი­ორ­გი სი­ხა­რუ­ლი­ძე); მურ­ტა­ლო - “კუ­კარ­ა­ჩა” (რე­ჟი­სო­რი: გი­ორ­გი სი­ხა­რუ­ლი­ძე); იან­გუ­ლი - “HELLADOS” (რე­ჟი­სო­რი: გი­ორ­გი სი­ხა­რუ­ლი­ძე) ბლე­ზი - “ბლე­ზი” და ა.შ.

reziko-1675855277.jpg

გა­სუ­ლი წლის 26 ნო­ემ­ბერს გა­ი­მარ­თა რეზი ქა­რო­სა­ნი­ძის სა­დიპ­ლო­მო სპექ­ტაკ­ლის საპ­რე­მი­ე­რო ჩვე­ნე­ბა. მან ქუ­თა­ი­სის ლადო მეს­ხიშ­ვი­ლის თე­ატ­რის სცე­ნა­ზე ჟან პოლ სარ­ტრის პი­ე­სა "ბუ­ზე­ბი“ დად­გა.

2017 წელს რეზი ქა­რო­სა­ნი­ძე ქარ­თუ­ლი თე­ატ­რის კვლე­ვის ცენ­ტრის მიერ სა­უ­კე­თე­სო ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ობ მა­მა­კა­ცად და­სა­ხელ­და. გააგრძელეთ კითხვა

reziko-2-1675855519.jpg