გაიქეცი, თუ მამაკაცი ამ 5 ფრაზიდან რომელიმეს გეტყვის
რა თქმა უნდა, მისი საქციელი მეტია, ვიდრე სიტყვები, თუმცა არსებობს ისეთი ფრაზები, რომელთა მოსმენისას, გირჩევთ, მისგან თავი შორს დაიჭიროთ.
«გეყოფა დრამატიზება»
თუ ის ფიქრობს, რომ შენ ვითომ ზედმეტად და მუდმივად აზვიადებ პრობლემებს, იგონებ მათ იქ, სადაც ის არ არსებობს, დაფიქრდი. ვინც რეალურად გაფასებს, უნდა იყოს მეტად ყურადღებიანი და უნდა ჰქონდეს მიმღებლობა; ცდილობდეს, გადაჭრას პრობლემა, დააკმაყოფილოს შენი სურვილი ნებისმიერი შესაძლო საშუალებით. ავტომატური უარყოფა შენი ნებისმიერი იდეის და იმის, რაზეც ლაპარაკობ, მომავალში დიდ პრობლემად იჩენს თავს.
«შენ ყოველთვის/არასდროს…»
ეს არის ის პროვოკაციული სიტყვა, რომელიც ფაქტობრივად, ბენზინია ცეცხლში. ის მთელ დანაშაულს გადმოგაბრალებს, თავად კი გათავისუფლდება პასუხისმგებლობისგან, ეს კი ადრე თუ გვიან მიგიყვანთ ტანჯვამდე, უკეთეს შემთხვევაში, დაგაეჭვებს საკუთარ თავში.
«შენ რომ მე გიყვარდე, მაშინ…»