"ბადრი მე არ მინახავს...შესულა ოთახში და დამჯდარა სკამზე" - პირველი კომენტარი მამაკაცისგან, რომლის ოჯახშიც ესებუა დააკავეს - კვირის პალიტრა

"ბადრი მე არ მინახავს...შესულა ოთახში და დამჯდარა სკამზე" - პირველი კომენტარი მამაკაცისგან, რომლის ოჯახშიც ესებუა დააკავეს

იმ ოჯა­ხის წევ­რი, სა­დაც გუ­შინ , "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" ყა­ჩაღა­რო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ბად­რი ესე­ბუა და­ა­კა­ვეს, აცხა­დებს, რომ მას ბად­რი არ უნა­ხავს. ომი­ა­ნე ჯი­ქია ამ­ბობს, რომ მათ ეძი­ნათ და მის­თვის უც­ნო­ბია, თუ რო­დის შე­ვი­და ესე­ბუა მათ სახ­ლში. ჯი­ქია ვა­რა­უ­დობს, რომ ის ვი­ღა­ცამ შე­ამ­ჩნია .

"ბად­რი ესე­ბუა მე არ მი­ნა­ხავს. რო­გორ მო­ვი­და არ ვიცი, იქ შე­სუ­ლა ოთახ­ში და დამ­ჯდა­რა შიგ­ნით სკამ­ზე. მერე ვი­ღა­ცამ ნახა ალ­ბათ, მო­ვი­და პო­ლი­ცია უცებ, და­ი­ჭი­რეს და წა­იყ­ვა­ნეს.

მე არც დავ­ლა­პა­რა­კე­ბი­ვარ, ჩვენ, ოჯა­ხის წევ­რე­ბი ვი­წე­ქით. არც და­უ­ძა­ხია და არც არა­ფე­რი უკი­თხია. ბად­რი ჩვე­ნი ნა­თე­სა­ვია. მე დის­შვი­ლი გარ­და­მეც­ვა­ლა და ბად­რის დედ-მამა მო­სუ­ლი იყო სა­ტი­რალ­ში. პო­ლი­ცი­ი­დან გუ­შინ გა­მოგ­ვიშ­ვეს და გვი­თხრეს, რომ როცა და­გი­ბა­რებთ, და­გი­რე­კავ­თო" - გა­ნა­ცხდა ომი­ა­ნე ჯი­ქი­ამ.

ცნო­ბის­თვის, ზუგ­დიდ­ში „სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ ყა­ჩა­ღო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ბად­რი ესე­ბუა გუ­შინ, სო­ფელ ჯი­ხაშ­კარ­ში, ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვის, ომი­ა­ნე ჯი­ქი­ას სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში და­ა­კა­ვეს. „სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ შე­ნო­ბა­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ბად­რი ესე­ბუა 2020 წლის 21 ოქ­ტომ­ბერს შე­იჭ­რა. იხილეთ სრულად