"მეგობრებში "ლექტორ კაცს" ვეძახდი...მირჩევნია, დამოუკიდებელი საქმიანობით იყოს დაკავებული და ჩვენთვის წყნარად, მშვიდად ვიცხოვროთ" - რას ამბობს გიორგი ვაშაძის მეუღლე ოჯახზე და შვილებზე? - კვირის პალიტრა

"მეგობრებში "ლექტორ კაცს" ვეძახდი...მირჩევნია, დამოუკიდებელი საქმიანობით იყოს დაკავებული და ჩვენთვის წყნარად, მშვიდად ვიცხოვროთ" - რას ამბობს გიორგი ვაშაძის მეუღლე ოჯახზე და შვილებზე?

ქეთი სი­ჭი­ნა­ვა პო­ლი­ტი­კოს გი­ორ­გი ვა­შა­ძის მე­უღ­ლეა. წყვილ­მა 2010 წელს იქორ­წი­ნა და უკვე სამი შვი­ლი ჰყავს, 7 წლის ანას­ტა­სია, 9 წლის - დაჩი და 11 წლის - მი­ში­კო. წყვი­ლის სა­ო­ჯხაო ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ტერ­ვიუ ქე­თის­თან ჩავ­წე­რეთ, სა­უ­ბა­რი კი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ის­ტო­რი­ით და­ვი­წყეთ.

- 18 წლის ვი­ყა­ვი, გი­ორ­გი რომ გა­ვი­ცა­ნი ვე­ნა­ში, მა­შინ იქ ვსწავ­ლობ­დი. 10 წლით არის ჩემ­ზე უფ­რო­სი და ვერც წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ მას­თან რამე მსგავ­სი ურ­თი­ერ­თო­ბა შე­იძ­ლე­ბო­და მქო­ნო­და, ვუ­ყუ­რებ­დი ისე, რო­გორც უფ­როს ადა­მი­ანს. ვი­ცო­დი, ლექ­ცი­ებს კი­თხუ­ლობ­და და მო­ვიხ­სე­ნი­ებ­დი, რო­გორც ლექ­ტორს, „ლექ­ტო­რი კაცი“ - ასე ვე­ძახ­დი მე­გობ­რებ­ში (იცი­ნის). დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ეს ლექ­ტო­რი კაცი და­მი­ახ­ლოვ­და, ხში­რად ჩა­მო­დი­ო­და ვე­ნა­ში და მოხ­და ისე, რომ ძა­ლი­ან მალე გა­დავ­წყვი­ტეთ ოჯა­ხის შექ­მნა.

- რო­გორ მი­ი­ღეთ გა­და­წყვტი­ლე­ბა რომ „ლექ­ტო­რი კა­ცის­თვის“ და­გე­კავ­ში­რე­ბი­ნათ ცხოვ­რე­ბა?

- გი­ორ­გი ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, შრო­მის­მოყ­ვა­რე და პა­ტი­ო­სა­ნი ადა­მი­ა­ნი იყო, ეს ის სამი თვი­სე­ბაა, რა­საც ბავ­შო­ბი­დან ყვე­ლა­ზე მატ­და ვა­ფა­სებ ადა­მი­ან­ში, სწო­რედ ეს იყო გა­დამ­წყვე­ტი, რა­მაც დიდი გავ­ლე­ნა იქო­ნია ჩემ­ზე.

- რამ­დე­ნად მკაც­რი და მომ­თხოვ­ნი ხართ შვი­ლებ­თან და გი­ორ­გი რო­გო­რი მა­მაა?

- გი­ორ­გი ძა­ლი­ან თბი­ლია ოჯახ­ში და ბავ­შვებ­თან გან­სა­კუთ­რე­ბით, მომ­თხოვ­ნიც არის, მაგ­რამ არას­დროს შე­უ­რა­ცხყო­ფა არ მი­უ­ყე­ნე­ბია შვი­ლე­ბის­თვის და არ და­უ­ძა­ბავს. ზო­გა­დად ეს ახა­ლი თა­ო­ბა ისე­თი გან­ვი­თა­რე­ბუ­ლია, სხვა­დას­ხვა სა­კი­თხის შე­სა­ხებ თვი­თონ იღე­ბენ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს, მა­გა­ლი­თად, იცი­ან რო­მელ წრე­ზე უნ­დათ სი­ა­რუ­ლი, რო­მელ­ზე - არა, ჩვენც ვაძ­ლევთ სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ და­მა­ტე­ბით თა­ვად აარ­ჩი­ონ, რაზე ივ­ლი­ან და რითი და­კავ­დე­ბი­ან. ანას­ტა­სი­ას ხან სიმ­ღე­რა­ზე სი­ა­რუ­ლი მო­უნ­დე­ბა, ხან - ცეკ­ვა­ზე, დაჩი ჭად­რაკ­ზე და­დის, მიშ­კას უყ­ვარს ფეხ­ბურ­თი. მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნა მათ მი­მართ არის, რომ კარ­გად ის­წავ­ლონ და კარ­გად მო­იქ­ცნენ. იხილეთ სრულად