გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში მამაკაცი მოკლეს
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
მამაკაცს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბრალდებული დაკავებულია.
მათივე ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.
IPN