"ჯუანშერ ბურჭულაძესთან საუბრისას საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის წინაშე არსებული უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები განვიხილეთ"
ვესაუბრე საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს, რათა განგვეხილა შეერთებული შტატების ვალდებულება, დაეხმაროს საქართველოს შეკავების და თავდაცვის შესაძლებლობის გაძლიერებაში, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი „ტვიტერში“ წერს.
მისივე განცხადებით, ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე თავდაცვის რეფორმები და საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის წინაშე არსებული უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები განიხილეს.
„განვიხილეთ საქართველოში მიმდინარე თავდაცვის რეფორმები და საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის წინაშე არსებული უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები“, - წერს ლოიდ ოსტინი.
IPN