"რუსეთის ფრთოსანი რაკეტა მოლდოვის ტერიტორიაზე აღმოჩნდა" - კვირის პალიტრა

"რუსეთის ფრთოსანი რაკეტა მოლდოვის ტერიტორიაზე აღმოჩნდა"

რუსეთის ფრთოსანი რაკეტა მოლდოვის ტერიტორიაზე აღმოჩნდა, - ამის შესახებ უკრაინისა და მოლდოვის ხელისუფლებაში აცხადებენ.

„უკრაინისკენ გასროლილი რაკეტა მოლდოვას რესპუბლიკის საჰაერო სივრცეში შეიჭრა და ჯერ დნესტრისპირეთის რეგიონის ქალაქ მოკრას თავზე, მოგვიანებით კი სოროკის რაიონის ქალაქ კოსაუჩის თავზე აღმოჩნდა“, - აცხადებენ მოლდოვის თავდაცვის სამინისტროში.

„მტკიცედ ვგმობთ მოლდოვას რესპუბლიკის საჰაერო სივრცის დარღვევას“, - აღნიშნულია თავდაცვის უწყების განცხადებაში.

ამასთან, მოლდოვას საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმაც გაავრცელა.

ცნობისთვის, რუსეთ-უკრაინის ომის დროს რუსულმა რაკეტებმა მოლდოვის საჰაერო სივრცე რამდენჯერმე გადაკვეთეს.

IPN