გაქცევა რუსეთიდან, 11 წლის შვილთან ერთად, ტყისა და ჭაობის გავლით - სად არის ქალი, რომელმაც რუსეთის უკრაინაში შეჭრა პირდაპირ ეთერში გააპროტესტა - კვირის პალიტრა

გაქცევა რუსეთიდან, 11 წლის შვილთან ერთად, ტყისა და ჭაობის გავლით - სად არის ქალი, რომელმაც რუსეთის უკრაინაში შეჭრა პირდაპირ ეთერში გააპროტესტა

მა­რი­ნა ოვ­სი­ა­ნი­კო­ვა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ გა­სუ­ლი წლის მარ­ტში გა­იც­ნო, რო­დე­საც რუ­სე­თის "პირ­ვე­ლი არ­ხის" რე­დაქ­ტო­რი პირ­და­პირ ეთერ­ში პლა­კა­ტით შე­ვარ­და, რო­მელ­ზეც ეწე­რა "არა ომს! არ და­უ­ჯე­როთ პრო­პა­გან­დას, აქ თქვენ გა­ტყუ­ე­ბენ!" ამ დროს არხზე მთა­ვა­რი სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბა გა­დი­ო­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ინ­ტერ­ნეტ­ში მა­რი­ნა ოვ­სი­ა­ნი­კო­ვამ წი­ნას­წარ ჩა­წე­რი­ლი ვი­დე­ო­მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლა, რო­მელ­შიც ჰყვე­ბო­და, რომ რცხვე­ნო­და პრო­პა­გან­და­ზე მუ­შა­ო­ბის გამო. ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტი ჯერ სამ­სა­ხუ­რი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, შემ­დეგ კი და­ა­კა­ვეს კი­დეც.

k21jm7n98j9aga8-64900-1676097485.png

ქალი მა­შინ­ვე მო­ექ­ცა უცხო­უ­რი მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში, სა­ბო­ლო­ოდ, ოვ­სი­ა­ნი­კო­ვა ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს და ქალი თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ელექტრო­სა­მა­ჯუ­რით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და. 1 - ლ ოქ­ტომ­ბერს ოვ­სი­ა­ნი­კო­ვას ყო­ფილ­მა მე­უღ­ლემ გა­ნა­ცხა­და, რომ ის 11 წლის ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად გა­ურ­კვე­ვე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­იქ­ცა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, რომ "პირ­ვე­ლი არ­ხის" ყო­ფი­ლი რე­დაქ­ტო­რი საფ­რან­გეთ­ში თა­ვად პრე­ზი­დენტ ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნის პატ­რო­ნა­ჟის ქვეშ ცხოვ­რობს.

ოვ­სი­ა­ნი­კო­ვას თქმით, მშობ­ლი­უ­რი ქვეყ­ნი­დან წა­სას­ვლე­ლად მას მინ­დვ­რე­ბის, ტყი­სა და ჭა­ო­ბის გავ­ლა მო­უ­წია.

”ეს იყო სა­ხი­ფა­თო გა­მოც­და”, - თქვა მა­რი­ნამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის "რე­პორ­ტი­ო­რე­ბი სა­ზღვრებს გა­რე­შე" ოფის­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, სა­დაც თა­ვი­სი ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი წიგ­ნის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა, რო­მე­ლიც ემიგ­რა­ცი­ა­ში და­წე­რა და "პრო­პა­გან­დის ქარ­ხა­ნა" და­არ­ქვა. (გააგრძელეთ კითხვა)