"რას ბლატაობ, გადი ქუჩაში თუ ბლატაობა გინდა - დამელოდე და გამოვალ" - დაპირისპირება პირდაპირ ეთერში (ვიდეო) - კვირის პალიტრა

"რას ბლატაობ, გადი ქუჩაში თუ ბლატაობა გინდა - დამელოდე და გამოვალ" - დაპირისპირება პირდაპირ ეთერში (ვიდეო)

პარ­ტია „სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ერთ-ერთი ლი­დე­რი, ბერ­დია სი­ჭი­ნა­ვა და „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რი ირაკ­ლი ფავ­ლე­ნიშ­ვი­ლი „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „360 გრა­დუს­ში“ ერ­თმა­ნეთს სი­ტყვი­ე­რად და­უ­პი­რის­პირ­დნენ.

ხმა­უ­რი და და­პი­რის­პი­რე­ბა ირაკ­ლი ფავ­ლე­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას მოჰ­ყვა, რო­მელ­მაც ბერ­დია სი­ჭი­ნა­ვას რეპ­ლი­კას, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის თემა ხე­ლოვ­ნუ­რა­დაა წა­მო­წე­უ­ლი „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­სა“ და „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მხრი­დან, უპა­სუ­ხა და აღ­ნიშ­ნა, რომ ბერ­დია სი­ჭი­ნა­ვა, 20 ივ­ნი­სის დარ­ბე­ვის ერთ-ერთი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რია.

ირაკ­ლი ფავ­ლე­ნიშ­ვი­ლის თქმით, ბერ­დია სი­ჭი­ნა­ვა „უზ­რდე­ლი და პრო­ვო­კა­ტო­რია“. ბერ­დია სი­ჭი­ნა­ვამ კი აღ­ნიშ­ნა, რომ ის სა­კუ­თა­რი წარ­სუ­ლით ამა­ყობს.

„თვალ­თხა­რი­ას ეძა­ხი ადა­მი­ანს და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ა­ზე სა­უბ­რობ და ვინ არის პრო­ვო­კა­ტო­რი. ვინ და­თხა­რა ბიჭო თვა­ლე­ბი, მე დავ­თხა­რე? ვა­მა­ყობ ჩემი წარ­სუ­ლით თუ გა­ინ­ტე­რე­სებს“, - გა­ნა­ცხა­და ბერ­დია სი­ჭი­ნა­ვამ.

ირაკ­ლი ფავ­ლე­ნიშ­ვი­ლის თქმით, ბერ­დია სი­ჭი­ნა­ვას ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფის ინ­სცე­ნი­რე­ბა სურს და ამ მიზ­ნით „პრო­ვო­კა­ცი­ულ და უზ­რდე­ლურ გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებს“.

„ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რმა, ირაკ­ლი ფავ­ლე­ნიშ­ვილ­მა კა­მა­თი­სა და და­პი­რის­პი­რე­ბის ფონ­ზე სტუ­დია და­ტო­ვა. (წყარო)