ვინ არის კაცი, რომელმაც თურქეთში, ნანგრევებში 4 მილიონი დოლარი იპოვა და პოლიციას გადასცა? - კვირის პალიტრა

ვინ არის კაცი, რომელმაც თურქეთში, ნანგრევებში 4 მილიონი დოლარი იპოვა და პოლიციას გადასცა?

თურქული მედიის Sabah-ის ცნობით, თურქეთის მოქალაქემ მეჰმეთ ოზბერ უსლუმ, რომელიც კონიის მუნიციპალიტეტის თანამშრომელია, ჰათაიში მიწისძვრის შედეგად დანგრეულ ერთ-ერთ შენობაში დიდძალი თანხა, 4 მლნ დოლარი იპოვა. მეჰმეთმა ნაპოვნი თანხა პოლიციას გადასცა.

შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთსა და სირიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად, უახლესი ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვმა 23 831-ს მიაღწია, - ინფორმაციას CNN-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

თურქეთის კატასტროფების სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყანაში დაღუპულთა რიცხვი 20 318-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობა კი 80 052-ია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები კი თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში მონაწილეობას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ.