ვრცელდება მიხეილ სააკაშვილის ახალი კადრები კლინიკა "ვივამედიდან" (ვიდეო)
ვრცელდება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ახალი ვიდეოკადრები, რომელიც ოქტომბერშია გადაღებული. კადრებს CNN ავრცელებს. ვიდეო მათ სააკაშვილის ამერიკელმა ადვოკატმა მიაწოდა.
"ვივამედში" გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ექსპრეზიდენტი რამდენჯერმე ძირს ეცემა და სავარაუდოდ, გონებას კარგავს.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასჯელისგან არ გაათავისუფლა და არც გადაუვადა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე დაახლოებით, ორი თვეა, განიხილავდა. (წყარო)