"მკვლელობა ჩადენილია შურისძიების მოტივით" - რა ინფორმაციას ავრცელებს პროკურატურა ახალგაზრდა სპორტსმენის მკვლელობაზე? - კვირის პალიტრა

"მკვლელობა ჩადენილია შურისძიების მოტივით" - რა ინფორმაციას ავრცელებს პროკურატურა ახალგაზრდა სპორტსმენის მკვლელობაზე?

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ გარ­დაბ­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მომ­ხდა­რი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნის, შე­ნახ­ვი­სა და ტა­რე­ბის ფაქ­ტებ­ზე ერთ პირს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა.

გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ნა­შა­უ­ლი სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 10-დან 15 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 9 თე­ბერ­ვალს, გარ­დაბ­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ მარ­ტყოფ­ში, ბრალ­დე­ბულ­მა არ­სე­ბუ­ლი უთან­ხმო­ე­ბის გამო, შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით, და­ზა­რა­ლე­ბულს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან ეს­რო­ლა და მას სი­ცო­ცხლის­თვის შე­უ­თავ­სე­ბე­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა. მი­ღე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის შე­დე­გად, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი 10 თე­ბერ­ვალს და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა), 236-ე მუხ­ლის მე­სა­მე და მე­ო­თხე ნა­წი­ლე­ბით (ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვა, ტა­რე­ბა) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 10-დან 15 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

პრო­კუ­რა­ტუ­რა, ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით, სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში მი­მარ­თავს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ცნო­ბის­თვის, გარ­დაბ­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ მარ­ტყოფ­ში უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლი გუ­შინ მოხ­და. 34 წლის სპორ­ტსმე­ნი, გოჩა ჯე­ი­რა­ნაშ­ვი­ლი მის­მა ბავ­შვო­ბის მე­გო­ბარ­მა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით მოკ­ლა. მას ხუთი ტყვია მან­ქა­ნი­დან ეს­რო­ლა. ბიჭი ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა. (წყარო)