რატომ დააკავა ბელგიის პოლიციამ ევროპარლამენტარი მარკ ტარაბელა?
ბელგიის პოლიციამ ევროპარლამენტარი მარკ ტარაბელა დააკავა, რომელსაც ბრალი კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობის გამო წაუყენეს.
პოლიციის ინფორმაციით, კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში მათ დაკავებულის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს და ტარაბელას საბანკო ანგარიშები გადაამოწმეს.
2 თებერვალს, ევროპარლამენტმა ბელგიელ მარკ ტარაბელასა და იტალიელ ანდრეა კოცოლინოს იმუნიტეტი მოუხსნა.
გამოძიების მიხედვით, კოცოლინო ეჭვმიტანილია ქრთამის მიღებაში მაროკოსგან, ხოლო ტარაბელა - კატარისგან. კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობას ორივე დეპუტატი უარყოფს.