"მილიონად გაიყიდა მამაჩემისგან მემკვიდრეობით მიღებული ნაკვეთი, იქიდან მაქვს ფული... ჩემი შვილი ჩემს კისერზეა" - გიული ალასანია - კვირის პალიტრა

"მილიონად გაიყიდა მამაჩემისგან მემკვიდრეობით მიღებული ნაკვეთი, იქიდან მაქვს ფული... ჩემი შვილი ჩემს კისერზეა" - გიული ალასანია

გი­უ­ლი ალა­სა­ნია უარ­ყოფს გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ ექ­სპრე­ზი­დენ­ტის ნიუ-იორკში ბინა აქვს. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ამე­რი­კა­ში მისი ძმა ცხოვ­რობს და თა­ვად არა­ნა­ი­რი ბინა არ აქვთ.

რაც შე­ე­ხე­ბა კი­თხვას, რო­გორ უხ­დის თან­ხებს ლო­ბის­ტურ კომ­პა­ნი­ებ­სა და ად­ვო­კა­ტებს, ალა­სა­ნია პა­სუ­ხობს, რომ მან მემ­კვიდ­რე­ო­ბით მი­ღე­ბუ­ლი ქო­ნე­ბა გა­ყი­და.

"რო­მე­ლი ბინა მაქვს ნიუ-იორკში, ჩემი ძმა ცხოვ­რობს იქ. რაც შე­ე­ხე­ბა თან­ხებს, მი­ლი­ო­ნად გა­ი­ყი­და მა­მა­ჩე­მის­გან მემ­კვიდ­რე­ო­ბით მი­ღე­ბუ­ლი ქო­ში­გო­რა­ზე უზარ­მა­ზა­რი მი­წის ნაკ­ვე­თი და იქი­დან მაქვს.

კი­დევ ჩემს შვილს მე­გობ­რე­ბი ჰყავს უზარ­მა­ზა­რი და დრო და დრო რა­ღა­ცას მეხ­მა­რე­ბი­ან. რა მი­ლი­ო­ნებ­ზეა სა­უ­ბა­რი?! ჩა­მო­ვი­და ადა­მი­ა­ნი შიშ­ვე­ლი ხე­ლე­ბით და ჩემს კი­სერ­ზეა! და­სა­მა­ლი მე არა­ფე­რი არ მაქვს" - ამ­ბობს სა­ა­კაშ­ვი­ლის დედა.

ცნო­ბის­თვის, 17 იან­ვარს ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­მა“ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ნო­ტა­რი­უ­ლი თან­ხმო­ბით, გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ამ, სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და ლიზა იას­კოს შვილს, ჟას­მინ იას­კოს კი­ე­ვის ცენ­ტრში (კუდ­რი­ავ­სკას ქუ­ჩა­ზე) მდე­ბა­რე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ბინა და თან­ხა 27 ათა­სი დო­ლა­რის ოდე­ნო­ბით გა­და­უ­ფორ­მა. ინ­ფორ­მა­ცია გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ას არ და­უ­დას­ტუ­რე­ბია. ასე­ვე რამ­დე­ნი­მე დღის წინ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ექ­სპრე­ზი­დენტს ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი აქვს. (წყარო)