"მისი დანახვისას, ყოველთვის "ღმერთი გფარავდეს" მომდის თავში" - როგორ ულოცავს თეა წულუკიანი ხვიჩა კვარაცხელიას დაბადების დღეს
დღეს პოპულარული ქართველი ფეხბურთელის - ხვიჩა კვარაცხელიას დაბადების დღეა. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი მას სოციალურ ქსელში ულოცავს და "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს:
"ესეც ჩვენი მერწყული, 22 წლის გამხდარა!
არ ვიცი, რატომ, მისი დანახვისას, ყოველთვის "ღმერთი გფარავდეს" მომდის თავში.
ვულოცავ! ამპარტავნობა არ შეყროდეს არასდროს".