ვრცელდება კადრები, სადაც მიხეილ სააკაშვილისა და ბუბა კიკაბიძის ბოლო შეხვედრაა ასახული - კვირის პალიტრა

ვრცელდება კადრები, სადაც მიხეილ სააკაშვილისა და ბუბა კიკაბიძის ბოლო შეხვედრაა ასახული

"ტვ პირ­ვე­ლი" მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ახალ კად­რებს ავ­რცე­ლებს, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე ეპი­ზოდს მო­ი­ცავს. მათ შო­რის არის ექ­სპრე­ზი­დენ­ტი­სა და ბუბა კი­კა­ბი­ძის შეხ­ვედ­რა "ვი­ვა­მედ­ში". ეს კი­კა­ბი­ძის ერთ-ერთი ბოლო გა­მო­ჩე­ნა იყო სა­ჯა­რო სივ­რცე­ში და ის მა­შინ მთავ­რო­ბას მი­მარ­თავ­და, გა­და­ეყ­ვა­ნათ სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ზღვარ­გა­რეთ. კად­რე­ბი ივ­ნის­შია გა­და­ღე­ბუ­ლი.

ცნო­ბის­თვის, რამდენიმე დღის წინ ტე­ლე­კომ­პა­ნია CNN-მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის კად­რე­ბი, რო­მე­ლიც კლი­ნი­კა „ვი­ვა­მედ­შია“ გა­და­ღე­ბუ­ლი. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­და­ცე­მა CNN Tonight-ს კად­რე­ბი სა­ა­კაშ­ვი­ლის ამე­რი­კელ­მა ად­ვო­კატ­მა მა­სი­მო დან­ჯე­ლომ მი­ა­წო­და. CNN-ის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი კად­რებს გა­და­ღე­ბის თა­რი­ღად 6 ოქ­ტომ­ბე­რი აქვს მი­თი­თე­ბუ­ლი. ვი­დე­ო­მა­სა­ლის ერთ ეპი­ზოდ­ში ჩანს, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი პა­ლა­ტა­ში გა­და­ად­გი­ლე­ბის დროს ია­ტაკ­ზე ეცე­მა, მე­ო­რე შემ­თხვე­ვა­ში კი ის სა­წო­ლი­დან ვარ­დე­ბა და ბად­რა­გი მის დახ­მა­რე­ბას ცდი­ლობს.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა მა­სი­მო დან­ჯე­ლომ გა­და­ცე­მა­ში CNN Tonight სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ არ­სე­ბობს სე­რი­ო­ზუ­ლი რის­კი, მკურ­ნა­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­შიც კი სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა ვე­ღარ მოხ­დეს.