აშშ საკუთარ მოქალაქეებს რუსეთის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს
შეერთებული შტატები საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, უკრაინაში ომისა და რუსული სამართალდამცავი ორგანოების მიერ თვითნებური დაპატიმრების ან შევიწროების რისკის გამო, დაუყოვნებლივ დატოვონ რუსეთი.
„აშშ-ის მოქალაქეებმა, რომლებიც ცხოვრობენ ან მოგზაურობენ რუსეთში, დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ ქვეყანა. გამოიჩინეთ სიფრთხილე უკანონო დაკავების რისკის გამო. არ იმოგზაუროთ რუსეთში“, - აღნიშნულია მოსკოვში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ გააფრთხილა თავისი მოქალაქეები, რუსეთი დაეტოვებინათ. ბოლო ასეთი საჯარო გაფრთხილება სექტემბერში გამოქვეყნდა, მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაციის ბრძანება გასცა.
IPN