(VIDEO) თურქეთში, მიწისძვრიდან 167 საათის შემდეგ, ნანგრევებიდან ახალგაზრდა მამაკაცი ცოცხალი ამოიყვანეს - კვირის პალიტრა

(VIDEO) თურქეთში, მიწისძვრიდან 167 საათის შემდეგ, ნანგრევებიდან ახალგაზრდა მამაკაცი ცოცხალი ამოიყვანეს

თურქეთში, ჰათაის პროვინციის ქალაქ ანთაქიაში მაშველებმა, მიწისძვრიდან 167 საათის შემდეგ, ნანგრევებიდან 23 წლის მამაკაცი, ჰუსეინ სეფეროღლუ ცოცხალი ამოიყვანეს.

მედიაში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ მამაკაცის ნანგრევებიდან ამოყვანას გარშემო მყოფი ადამიანები ოვაციით და ტაშით ხვდებიან.

მანამდე, კვირას, მიწისძვრიდან 159 საათის შემდეგ, მაშველებმა ნანგრევებიდან 55 წლის ქალი, სტიქიიდან 152 საათის შემდეგ კი - 85 წლის ქალი გამოიყვანეს.

ამასთან, მიწისძვრიდან 151 საათის გასვლის შემდეგ მაშველებმა ჰათაიში ნანგრევებში მოყოლილი ორი ადამიანი, 25 წლის სირიელი მამაკაცი და მისი შვილი გადაარჩინეს.

თურქული მედიის ინფორმაციით, მიწისძვრიდან 141-163 საათის შემდეგ მაშველებმა ნანგრევებიდან, მინიმუმ, 41 ადამიანი ამოიყვანეს.

ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრას 34 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

IPN