თურქეთში მაშველებმა, მიწისძვრიდან 1 კვირაზე მეტის შემდეგ, ქალი გადაარჩინეს
თურქეთში, ჰათაის პროვინციაში მაშველებმა, მიწისძვრიდან 1 კვირაზე მეტის გასვლის შემდეგ, ქალი გადაარჩინეს, რომელიც ნანგრევებში 175 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.
სტამბოლის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ქალი, ნაიდე უმაი, ნანგრევებიდან საკაცით გამოიყვანეს.
ცნობისათვის, თურქეთში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ დროის გასვლასთან ერთად გადარჩენილების პოვნის შანსი სულ უფრო მცირდება.
IPN