თურქეთში მაშველებმა, მიწისძვრიდან 1 კვირაზე მეტის შემდეგ, ქალი გადაარჩინეს - კვირის პალიტრა

თურქეთში მაშველებმა, მიწისძვრიდან 1 კვირაზე მეტის შემდეგ, ქალი გადაარჩინეს

თურქეთში, ჰათაის პროვინციაში მაშველებმა, მიწისძვრიდან 1 კვირაზე მეტის გასვლის შემდეგ, ქალი გადაარჩინეს, რომელიც ნანგრევებში 175 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

13022023-1411-1676283156.04_REC.png

სტამბოლის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ქალი, ნაიდე უმაი, ნანგრევებიდან საკაცით გამოიყვანეს.

ცნობისათვის, თურქეთში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ დროის გასვლასთან ერთად გადარჩენილების პოვნის შანსი სულ უფრო მცირდება.

IPN