სანაპიროზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და სამართალდამცავები არიან მობილიზებული - რა მოხდა ბათუმში?
ბათუმში, აფეთქების ხმა ისმოდა. სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ სანაპირო ზოლთან, ზღვაში კვამლი ამოდის.
სანაპიროზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და სამართალდამცავები არიან მობილიზებული.
მოქალაქეები აცხადებენ, რომ ძლიერი აფეთქების ხმა გაიგეს და სავარაუდოდ, საბრძოლო ნაღმი აფეთქდა.
„ინტერპრესნიუსი“ მომხდარის დეტალებს შსს-ში არკვევს.
"ინტერპრესნიუსი"