"ერთი წლის წინ ამ საფრ­თხე­ზე ვსა­უბ­რობ­დით" - რას უკავშირებს ირაკლი ალადაშვილი ბათუმში მომხდარ აფეთქებას? - კვირის პალიტრა

"ერთი წლის წინ ამ საფრ­თხე­ზე ვსა­უბ­რობ­დით" - რას უკავშირებს ირაკლი ალადაშვილი ბათუმში მომხდარ აფეთქებას?

სამ­ხედ­რო-ანა­ლი­ტი­კუ­რი ჟურ­ნალ "არ­სე­ნა­ლის“ მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რის, ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ბა­თუ­მის სა­ნა­პი­როს­თან, ზღვა­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­ზღვაო ნაღ­მი აფეთ­ქდა.

რო­გორც ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, მსგავ­სი ფაქ­ტე­ბი ბულ­გა­რე­თის, რუ­მი­ნე­თის და თურ­ქე­თის სა­ნა­პი­რო­ებ­ზეც მოხ­და."ვი­დე­ო­კად­რე­ბის მი­ხედ­ვით შე­იძ­ლე­ბა წი­ნას­წა­რი დას­კვნე­ბის გა­მო­ტა­ნა, რომ სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­ზღვაო ნაღ­მი აფეთ­ქდა, რო­მე­ლიც ზღვამ სა­ნა­პი­რო­ზე გა­მო­რი­ყა. ერთი წლის წინ ამ საფრ­თხე­ზე ვსა­უბ­რობ­დით და ასე­თი სა­თა­უ­რიც გვქონ­და სტა­ტი­ა­ზე - "რო­დის ვე­ლო­დოთ აჭა­რის სა­ნა­პი­რო­ზე ღუ­ზა­მო­წყვე­ტილ მო­ტივ­ტი­ვე სა­ზღვაო ნაღ­მე­ბის სტუმ­რო­ბას, მა­შინ, რო­დე­საც რუ­მი­ნე­ლე­ბი და თურ­ქე­ბი მათ უკვე იჭე­რენ."

ანუ, ეს ნაღ­მე­ბი რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ზე თავ­დას­ხმის დროს, ზუს­ტად ერთი წლის წინ, რო­დე­საც რუ­სე­თის შავი ზღვის ფლო­ტის ძა­ლე­ბი დიდი სა­დე­სან­ტო ხო­მალ­დე­ბი­დან აპი­რებ­დნენ სა­ზღვაო დე­სან­ტის გა­დას­ხმას ოდე­სა-ოჩა­კო­ვის მო­ნაკ­ვეთ­ზე, მა­შინ უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა თავ­დაც­ვის მიზ­ნით, ამ სა­ნა­პი­რო ზოლ­თან სა­ზღვაო ნა­ღე­ბის გან­თავ­სე­ბა მო­ახ­დი­ნეს. იხილეთ სრულად