"ერთი წლის წინ ამ საფრთხეზე ვსაუბრობდით" - რას უკავშირებს ირაკლი ალადაშვილი ბათუმში მომხდარ აფეთქებას?
სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის“ მთავარი რედაქტორის, ირაკლი ალადაშვილის განცხადებით, ბათუმის სანაპიროსთან, ზღვაში, სავარაუდოდ, საზღვაო ნაღმი აფეთქდა.
როგორც ირაკლი ალადაშვილი აღნიშნავს, მსგავსი ფაქტები ბულგარეთის, რუმინეთის და თურქეთის სანაპიროებზეც მოხდა."ვიდეოკადრების მიხედვით შეიძლება წინასწარი დასკვნების გამოტანა, რომ სავარაუდოდ, საზღვაო ნაღმი აფეთქდა, რომელიც ზღვამ სანაპიროზე გამორიყა. ერთი წლის წინ ამ საფრთხეზე ვსაუბრობდით და ასეთი სათაურიც გვქონდა სტატიაზე - "როდის ველოდოთ აჭარის სანაპიროზე ღუზამოწყვეტილ მოტივტივე საზღვაო ნაღმების სტუმრობას, მაშინ, როდესაც რუმინელები და თურქები მათ უკვე იჭერენ."
ანუ, ეს ნაღმები რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის დროს, ზუსტად ერთი წლის წინ, როდესაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ძალები დიდი სადესანტო ხომალდებიდან აპირებდნენ საზღვაო დესანტის გადასხმას ოდესა-ოჩაკოვის მონაკვეთზე, მაშინ უკრაინელებმა თავდაცვის მიზნით, ამ სანაპირო ზოლთან საზღვაო ნაღების განთავსება მოახდინეს. იხილეთ სრულად