"მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის" - რას წერს გიორგი შერმადინი სოციალურ ქსელში? - კვირის პალიტრა

"მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის" - რას წერს გიორგი შერმადინი სოციალურ ქსელში?

გიორგი შერმადინის ლენოვო ტენერიფემ ფიბა-ს საკონტინენტთაშორისო თასი ისტორიაში მესამედ მოიპოვა, რაშიც ქართველმა კალათბურთელმა სოლიდური წვლილი შეიტანა.

შეგახსენებთ, რომ ესპანურ კლუბს ტიტული 2017 და 2010 წლებშიც ჰქონდა დასაკუთრებული, დღეს გამართულ ფინალში კი, ბრაზილიური სან პაულო 89:68 დაამარცხა.

"მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის, ამ დიდი წარმატების და სიხარულის გაზიარებისთვის" - წერს ქართველი კალატბურთელი სოციალურ ქსელში.