"ადგილობრივები გვთხოვდნენ, თქვენ დაგვეხმარეთ, სხვა არ გვინდაო. საქართველოს რომ გაიგებენ, იმედით ივსებიან" - რას წერს ქართველი მაშველი თურქეთიდან - კვირის პალიტრა

"ადგილობრივები გვთხოვდნენ, თქვენ დაგვეხმარეთ, სხვა არ გვინდაო. საქართველოს რომ გაიგებენ, იმედით ივსებიან" - რას წერს ქართველი მაშველი თურქეთიდან

თურ­ქეთ­სა და სი­რი­ა­ში 6 თე­ბერ­ვალს და­მან­გრე­ვე­ლი მი­წისძვრა მოხ­და. ზა­რა­ლის რა­ო­დე­ნო­ბა ჯერ კი­დევ უც­ნო­ბია. მაშ­ვე­ლე­ბი ამ დრომ­დე აგ­რძე­ლე­ბენ მუ­შა­ო­ბას და ნან­გრე­ვე­ბი­დან ადა­მი­ა­ნე­ბის გა­მოყ­ვა­ნას.

თურ­ქეთ­ში სტი­ქი­ის ზო­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან ქარ­თვე­ლი მაშ­ვე­ლე­ბიც. ერთ-ერთი მათ­გა­ნი, მიშო შუ­ბი­თი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში იქ არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ზე წერს და აღ­ნიშ­ნავს, რომ მი­წისძვრის­გან და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს ქარ­თვე­ლე­ბის იმე­დი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად აქვთ.

"ერთი კვი­რა გა­ვი­და რაც აქ ვართ, რა შე­მიძ­ლია ვთქვა - ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის გა­სა­ჭირ­ზე არა­ფერს ვი­ტყვი.....

მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლომ და ჩვენ­მა ბი­ჭებ­მა კი­დევ ერთხელ აჩ­ვე­ნეს მთელს მსოფ­ლი­ოს, რომ სხვა­ზე უკე­თე­სე­ბი თუ არა, ნაკ­ლე­ბი არაფ­რით არ ვართ!

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი პირ­და­პირ გვთხოვ­დნენ, თქვენ მო­დით, თქვენ დაგ­ვეხ­მა­რეთ, სხვა არ გვინ­დაო. სა­ქარ­თვე­ლოს რო­გორც კი გა­ი­გე­ბენ, სი­ხა­რუ­ლით და იმე­დით ივ­სე­ბი­ან, რად­გან ხე­და­ვენ, რომ თავს არ ვზო­გავთ, ასე­თე­ბი ვართ ქარ­თვე­ლე­ბი, პა­ტა­რა ერი დიდი გუ­ლით", - წერს მიშო შუ­ბი­თი­ძე.