"ადვილი არ არის თამრიკოს შემორიგება, ბევრი კონფლიქტი გვქონია..." - რას ჰყვებიან ერთმანეთზე თამრიკო ჭოხონელიძე და გია როინიშვილი - კვირის პალიტრა

"ადვილი არ არის თამრიკოს შემორიგება, ბევრი კონფლიქტი გვქონია..." - რას ჰყვებიან ერთმანეთზე თამრიკო ჭოხონელიძე და გია როინიშვილი

სამი წლის წინ მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ცნო­ბი­ლი მომ­ღე­რა­ლი თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძე და მსა­ხი­ო­ბი გია რო­ი­ნიშ­ვი­ლი რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ა­ნი გან­შო­რე­ბის შემ­დეგ შე­რიგ­დნენ. 2020 წელს წყვილ­მა ქორ­წი­ნე­ბის 32 წე­ლიც კი აღ­ნიშ­ნა. მათი წყვი­ლი ქარ­თულ მე­დი­ა­ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო. ქალ­ბა­ტო­ნი თამ­რი­კო ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში ხში­რად ახ­სე­ნებ­და ყო­ფილ მე­უღ­ლეს, ჰქონ­დათ პო­ლი­ტი­კუ­რი აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბაც, თუმ­ცა წყვილს ორი შვი­ლი აერ­თი­ა­ნებ­და...

შე­რი­გე­ბის შემ­დეგ მომ­ღე­რა­ლი მე­დი­ას­თან ამ­ბობ­და:

"ცხოვ­რე­ბა­ში უკვე აღა­რა­ფე­რი მაკ­ვირ­ვებს. სა­ინ­ტე­რე­სო ის არის, რომ ჩემ­ში ამით არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენ ერთ ჭერ­ქვეშ არ ვცხოვ­რობ­დით, გი­ა­ზე ზრუნ­ვა არას­დროს შე­მი­წყვე­ტია. პა­რა­ლე­ლუ­რად, იმა­ვეს აკე­თებ­და გიაც. ასე რომ, ვერ ვი­ტყვით, რომ სულ თა­ვი­დან და­ვი­წყეთ ყვე­ლა­ფე­რი. ზოგ­ჯერ სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით ვი­გებ­დი ხოლ­მე, რო­გორ ზრუ­ნავ­და ჩემ­ზე. ბო­ლომ­დე ვერც მე დავ­კარ­გე და ვერც გიამ დამ­კარ­გა მე, ამი­ტომ ჩვე­ნი ოჯა­ხი ბო­ლომ­დე არ დაშ­ლი­ლა და სა­ბო­ლო­ოდ, ისევ გამ­თლი­ან­და“.

თუმ­ცა წყვი­ლი ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე პირ­ვე­ლად ლელა წურ­წუ­მი­ას გა­და­ცე­მა­ში გა­მოჩ­ნდა. მათ არ უსა­უბ­რი­ათ და­შო­რე­ბის მი­ზე­ზებ­ზე, არც იმა­ზე თუ გან­შო­რე­ბის შემ­დეგ რო­გორ გა­და­წყვი­ტეს ცხოვ­რე­ბის ერ­თად გაგ­რძე­ლე­ბა, თუმ­ცა ფაქ­ტია, რომ წყვი­ლი ისევ შეყ­ვა­რე­ბუ­ლია და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ჭო­რე­ბი, რომ თით­ქოს მათი შე­რი­გე­ბა ტყუ­ი­ლი იყო, სა­ბო­ლო­ოდ გა­ქარ­წყლდა...

წყვილ­მა გა­და­ცე­მა­ში აკ­ვი­ა­ტე­ბულ ში­შებ­ზე, ყო­ფით კონ­ფლიქ­ტებ­ზე და იმ პე­რი­ოდ­ზე ისა­უბ­რეს, რო­დე­საც თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ბუ­ლინ­გის მსხვერ­პლად იქცა. მა­შინ მომ­ღე­რალ­მა ერთ-ერთ სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ ის "და­სა­ჯეს“ და შო­ბის ღა­მეს ტა­ძარ­ში აღარ იგა­ლო­ბებ­და..

"ტო­ლე­რან­ტი ადა­მი­ა­ნე­ბის ჯგუფ­მა გა­და­წყვი­ტა, რომ მე შო­ბის ღა­მეს აღარ უნდა მე­გა­ლო­ბა ტა­ძარ­ში… შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, სა­მა­გი­ე­რო გა­და­მი­ხა­დეს, თა­ვი­ან­თი დიდსუ­ლო­ვა­ნი ბუ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დამ­სა­ჯეს. ეს შე­იძ­ლე­ბო­და ნე­ბის­მი­ერს შე­ხე­ბო­და, ვინც მათ ფეხ­ქვეშ არ გა­ე­გე­ბო­და.

ამ­ჯე­რად, მე შე­მე­ხო და ამი­ტომ ვამ­ბობ. ეს ის რგო­ლია, რომ­ლის­გა­ნაც ჩვენ უნდა ვი­გებ­დეთ, რო­გორ უნდა ვი­ყოთ მიმ­ტე­ვებ­ლე­ბი, ლმო­ბი­ე­რე­ბი. მათ “და­სა­ჯეს” ის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ბრმად არ წაყ­ვათ და თა­ვი­სი აზრი გა­მო­ხა­ტა. არც ამ შო­ბას შე­იც­ვლე­ბა რამე. არის თუ არა ეს შუ­რის­ძი­ე­ბა? რა თქმა უნდა, არის. გაბ­რა­ზე­ბუ­ლი კი არა, გულ­ნატ­კე­ნი ვარ", - გა­ნა­ცხა­და მა­შინ ჭო­ხო­ნე­ლი­ძემ. გააგრძელეთ კითხვა