ბათუმში 42 წლის ქალი მშობიარობის დროს გარდაიცვალა
ბათუმში 42 წლის ქალი მშობიარობის დროს გარდაიცვალა. როგორც ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო კლინიკაში „ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ახალშობილი რეანიმაციულ განყოფილებაში არის მოთავსებული.
გარდაცვლილი ქალის ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული და ექსპერტიზა უტარდება.