საქართველოში პირველი მსოფლიო ჩემპიონატი 18 თებერვალს საზეიმოდ გაიხსნება!
ბაკურიანში ფრისტაილი, სნოუბორდის და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატი ოფიციალურად 18 თებერვალს გაიხსნება და 5 მარტის ჩათვლით 42 ქვეყნის სპორტსმენს უმასპინძლებს. მაყურებლები შეძლებენ თვალი ადევნონ ყველაზე სანახაობრივ და ექსტრემალურ სახეობებს, ცნობილი ათლეტების შეჯიბრს და უგულშემატკივრონ ქართველ სპორტსმენებს დიდველის და კოხტა-მიტარბის ტრასებზე.
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წარმდგენი კომპანია სილქნეტია, რომელიც უკვე 10 წელია მხარში უდგას ზამთრის სპორტის განვითარებას და ამასთან, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორიცაა.
„ამ ჩემპიონატს უდიდესი გავლენა ექნება საქართველოს ეკონომიკის, სპორტის, საზოგადოებრივი ცხოვრების პოზიტიური განვითარებაზე. ჩვენ მივიღეთ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ყველა მესვეურისგან, სხვა ფედერაციებისგან ძალიან დიდი მხარდაჭერა. მზადების წლები და ჩადებული შრომა დაფასდა. ჩვენ ძალიან კარგ ფორმაში ვხვდებით 2023-ს და შეგვიძლია ვიამაყოთ ამით. ზამთრის სეზონს დიდი პოტენციალი აქვს ჩვენს კურორტებზე, რაც ტურიზმს გააორმაგებს და დიდ სიკეთეს მოუტანს სამომავლოდ ქვეყანას“- განაცხადა სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარემ გიორგი რამიშვილმა.
ჩემპიონატისთვის მზადება 5 წელზე მეტია მიმდინარეობს. კურორტზე შეიქმნა უახლესი, საერთაშორისო სტანდარტების ინფრასტრუქტურა.
„ბაკურიანი 2023-ის მიმართ დიდი მოლოდინები გვაქვს. ყველა ტრასა კარგად არის მომზადებული. ვფიქრობ, ბაკურიანში მაღალი დონის შეჯიბრებას ვიხილავთ. წინ დაძაბული ორი კვირა გველის. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გასცდეს იმ ქვეყნების საზღვრებს, რომლებიც ჩემპიონატს ტრადიციულად მასპინძლობენ. ამით ზამთრის სპორტი უფრო პოპულარული ხდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. იმედი მაქვს მომავალი ათწლეულების განმავლობაში ბაკურიანს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის განრიგში ხშირად ვიხილავთ“ - განაცხადა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მიშელ ვიონმა.
ჩემპიონატის მზადებაში ჩართულმა ყველა მხარემ: სახელმწიფო სტრუქტურებმა, სათხილამურო ფედერაციამ და ბიზნეს სექტორმა იზრუნა, რომ ქვეყნისთვის ეს მნიშვნელოვანი მოვლენა ზეიმად ქცეულიყო. საგანგებოდ მოწყობილ „ჩემპიონატის სოფელში“ გულშემატკივარს და ბაკურიანის სტუმრებს ყოველდღიურად, დილის 10 საათიდან საღამოს 22 საათამდე, 25-იანების სასრიალო არეალის მიმდებარედ, საბავშვო-გასართობი ვორქშოპები, სხვადასხვა სპორტული შეჯიბრი, სტარტაპების გამოფენა-გაყიდვა, ყველა საშეჯიბრო დღის ბოლოს კი DJ პერფორმანსები დახვდება;
მსოფლიო ჩემპიონატის სამახსოვრო აქსესუარები შეგიძლიათ შეიძინოთ „ჩემპიონატის სოფელში“ და დიდველზე - სილქნეტის სივრცეში. სილქ ჰოსფითალითი კი, როგორც ღონისძიების ოფიციალური პარტნიორი, კოხტაზე და დიდველზე კვების ობიექტებში გაგიმასპინძლდებათ.
ერთად ვუქომაგოთ საქართველოში პირველ მსოფლიო ჩემპიონატს! #Bakuriani2023 #მთაგვაკავშირებს
(R)