"ჩემი მეუღლე 20 წლის გარდაიცვალა... ყოფილა დღეები, სასაფლაოზე გამითენებია"
ვეტერანმა ფეხბურთელმა ლადო ბურდულმა, რომელსაც ამჟამად სამწვრთნელო კარიერა აქვს, თათია შარანგიას გადაცემაში "სთორი“ გულახდილად ისაუბრა 20 წლის ასაკში გარდაცვლილ მეუღლეზე, რომლისგანაც ორი ვაჟი დარჩა. მაშინ ლადოს სპორტულ კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი წლები იყო - იმხანად სპორტსმენმა "ალანიასთან“ მოაწერა კონტრაქტს ხელი... რძლის გარდაცვალების შემდეგ, მცირეწლოვანი ბავშვების გაზრდა საკუთარ თავზე სპორსტმენის მშობლებმა აიღეს...
ლადო ბურდული:
"მაშინ ვლადიკავკაზის "ალანიაში“ ვთამაშობდი, ეს იყო ჩემი პირველი გასვლა უცხოეთში. მეუღლე რომ გარდაიცვალა, ჩემი შვილები ძალიან პატარები იყვნენ. ჩემმა მშობლებმა სამსახური დატოვეს და ბავშვების გაზრდას მიუძღვნეს თავი. პრაქტიკულად, სამი ძმა ვართ... ისე გაგვზარდეს, ჩემ მშობლებს სამი ბიჭი ჰყავთ. არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს, ჩემი შვილები ლადოს მეძახიან.
ძალიან რთული პერიოდი იყო, მგონია, რომ ის რომ ცოცხალი ყოფილიყო, უფრო დიდ ფეხბურთს ვითამაშებდი. უმნიშვნელოვანესია, როდესაც ოჯახში გაქვს სიმშვიდე... ზუსტად იმ პერიოდში მოხდა ეს ამბავი, როდესაც კარიერის პიკი მქონდა.
ჩემი მეუღლე 20 წლის გარდაიცვალა... მშობიარობის შემდეგ მოხდა გართულება... გააგრძელეთ კითხვა