"პატ­რი­არ­ქს უნდა, რომ რო­გორც მე­ფეს და­ა­სა­ხე­ლოს მემ­კვიდ­რე" - კვირის პალიტრა

"პატ­რი­არ­ქს უნდა, რომ რო­გორც მე­ფეს და­ა­სა­ხე­ლოს მემ­კვიდ­რე"

ჭყონ­დი­დის ეპარ­ქი­ის ყო­ფი­ლი წი­ნამ­ძღვა­რი პეტ­რე ცა­ა­ვა ეჭ­ვობს, რომ დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე პატ­რი­არ­ქმა მო­ინ­დო­მა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­ბა­რე­ბა, თუმ­ცა სი­ნო­დის სხდო­მის წევ­რე­ბი ვერ და­ი­თან­ხმა.

"ვფიქ­რობ, რომ მას ჰქონ­და თა­ვი­სი სტრა­ტე­გია, რა­ზეც სი­ნო­დის წევ­რე­ბი ვერ და­ი­თან­ხმა, რად­გან სა­კიტ­ხი ეხე­ბა მემ­კვიდ­რე­ო­ბას და ეკ­ლე­სი­ის მარ­თვა-გამ­გე­ო­ბის მი­ხედ­ვით, ეკ­ლე­სი­ა­ში ძა­ლა­უფ­ლე­ბის გა­და­ცე­მას, თუმ­ცა პატ­რი­არ­ქს უნდა, რომ რო­გორც მე­ფეს და­ა­სა­ხე­ლოს მემ­კვიდ­რე.

ამი­ტომ ვერ შე­თან­ხმდნენ. მას ახა­სი­ა­თებს, რომ როცა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა შეხ­ვდე­ბა, თავს იკა­ტუ­ნებს, რომ ცუ­დად არის. მაქვს ეჭვი, რომ დღეს პატ­რი­არ­ქმა მო­ინ­დო­მა ძა­ლა­უფ­ლე­ბის გა­და­ბა­რე­ბა და სი­ნო­დი ვერ და­ი­თან­ხმა" - აღ­ნიშ­ნა პეტ­რე ცა­ა­ვამ "მთა­ვარ არხთან" სა­უბ­რი­სას.