"თბილისში ვნახე უამრავი შესანიშნავი, ჭკვიანი ბიჭები, რომლებმაც დატოვეს რუსეთი" - რას ამბობს რუსეთში მოღვაწე ქართველი რეჟისორი ომზე, საქართველოში ჩამოსულ რუსებსა და პუტინის მომხრე ექსსიმამრზე
რუსეთში მცხოვრებმა ქართული წარმოშობის რეჟისორმა, პროდიუსერმა და სცენარისტმა რეზო გიგინეიშვილმა ვრცელი ინტერვიუ მისცა კატერინა გორდეევას, სადაც ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე ომზე მის დამოკიდებულებაზე, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტებზე და გაიხსენა ბავშვობის მოგონებები თბილისზე:
- ვცდილობ დავიცვა ჩემი შვილები, სიტყვებს ფრთხილად ვარჩევ, ვცდილობ მათში სიძულვილის მარცვალი არ გავაღვივო. ერთი არასწორი სიტყვა და შეიძლება ამით ავნო, არ უნდა იყო რადიკალური. არ უნდა დაიკავო პოზიცია, რომ რაღაცის მომხრე ან წინააღმდეგი ხართ. თქვენ უნდა თქვათ, რომ ეს „სამხედრო ოპერაცია“ (რუსეთი უკრაინაში მიმდინარე ომს დღემდე სამხედრო ოპერაციად უწოდებს რედ.) ცუდია, ხალხი იღუპება. და ჩვენი ამოცანაა შევეცადოთ ეს ყველაფერი შევაჩეროთ.
უფროსი ქალიშვილი რეზო გიგინეიშვილს პირველი ქორწინებიდან ჰყავს. რეჟისორისა და ანასტასია კოჩეტკოვას 16 წლის გოგონა აშშ-ში ცხოვრობს. რეზო გიგინეიშვილი და ნიკიტა მიხალკოვის ქალიშვილი ნადეჟდა 2010 წელს დაქორწიდნენ. შვიდწლიანი თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ნინა და ივანე. რეჟისორი ნიკიტა მიხალკოვი მხარს უჭერს ვლადიმერ პუტინს და ომს უკრაინაში.
ნიკიტა მიხალკოვის შესახებ
ნიკიტა სერგეევიჩის პოზიცია ნათელია, ამაზე ვერ ვისაუბრებ. ის ჩემი შვილების ბაბუაა და ამაზე ლაპარაკი საერთოდ არ შემიძლია.
19:38 / 14-02-2023 რუსეთში მცხოვრებმა ქართული წარმოშობის რეჟისორმა, პროდიუსერმა და სცენარისტმა რეზო გიგინეიშვილმა ვრცელი ინტერვიუ მისცა კატერინა გორდეევას, სადაც ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე ომზე მის დამოკიდებულებაზე, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტებზე და გაიხსენა ბავშვობის მოგონებები თბილისზე:
- ვცდილობ დავიცვა ჩემი შვილები, სიტყვებს ფრთხილად ვარჩევ, ვცდილობ მათში სიძულვილის მარცვალი არ გავაღვივო. ერთი არასწორი სიტყვა და შეიძლება ამით ავნო, არ უნდა იყო რადიკალური. არ უნდა დაიკავო პოზიცია, რომ რაღაცის მომხრე ან წინააღმდეგი ხართ. თქვენ უნდა თქვათ, რომ ეს „სამხედრო ოპერაცია“ (რუსეთი უკრაინაში მიმდინარე ომს დღემდე სამხედრო ოპერაციად უწოდებს რედ.) ცუდია, ხალხი იღუპება. და ჩვენი ამოცანაა შევეცადოთ ეს ყველაფერი შევაჩეროთ.
უფროსი ქალიშვილი რეზო გიგინეიშვილს პირველი ქორწინებიდან ჰყავს. რეჟისორისა და ანასტასია კოჩეტკოვას 16 წლის გოგონა აშშ-ში ცხოვრობს. რეზო გიგინეიშვილი და ნიკიტა მიხალკოვის ქალიშვილი ნადეჟდა 2010 წელს დაქორწიდნენ. შვიდწლიანი თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ნინა და ივანე. რეჟისორი ნიკიტა მიხალკოვი მხარს უჭერს ვლადიმერ პუტინს და ომს უკრაინაში.
ნიკიტა მიხალკოვის შესახებ
ნიკიტა სერგეევიჩის პოზიცია ნათელია, ამაზე ვერ ვისაუბრებ. ის ჩემი შვილების ბაბუაა და ამაზე ლაპარაკი საერთოდ არ შემიძლია.
უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ
როდესაც აქ (საქართველოში) ხალხმა უკრაინაში ომის დაწყების შესახებ გაიგეს მაშინვე ძველ დროში დაბრუნდნენ (რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტების დროს). ისინი დროის მანქანაში ჩასხდნენ, რადგან ეს ემოციები კვლავ ცოცხლობს მათში. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად ღარიბულად ცხოვრობენ, მაშინვე დაიწყეს თანხის შეგროვება უკრაინის დასახმარებლად...
ახლა რომ ვუყურებ ჩაბნელებული კიევის კადრებს, ყურში მესმის, როგორ ღრიალებდა ღამით თბილისი. მესმის გენერატორების უწყვეტი ხმა (თბილისში ომის დროს ხშირად ელექტროენერგია არ იყო. რედ.), რომელიც მაკაშვირებს ჩემს ბავშვობასა და იმას, შორის რასაც დღეს უკრაინაში ვხედავ. ეს კიდევ უფრო საშიშს ხდის. მაგრამ ყოველთვის, ნებისმიერ სიტუაციაში, ადამიანი პოულობ ისეთ რამეს, რასაც შეძლებ რომ ჩაეჭიდოთ. ჩვენ იუმორით ვცხოვრობდით.
საქართველოში რუსი ემიგრანტების შესახებ
ჩამოვედი აქ [თბილისში] და ვნახე უამრავი შესანიშნავი, ჭკვიანი ბიჭები, რომლებმაც დატოვეს რუსეთი. მესმის, რომ დისკომფორტია, როდესაც საქართველოში ვინმეს არ სურდეს გიპასუხოთ რუსულად. ეს არავის არ უნდა ეწყინოს. უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის დიდი სტრესი და შიში საქართველოსთვის, რადგან აქ რუსეთის მოქალაქეების დიდი ნაწილი ჩამოვიდა. იხილეთ სრულად