გარდაცვილია ბავშვი, მამა და ბებია - ავარიას ერთი ოჯახის სამი წევრი ემსხვერპლა
კახეთში მომხდარი ავარიის დროს ერთი ოჯახის სამი წევრი დაიღუპა. AMBEBi.GE-ს ინფორმაციით, გარდაცვლილები არიან 3 წლის ბავშვი, მამა (30 წლამდე ასაკის) და ბებია.
შემთხვევა რამდენიმე საათის წინ სოფელ თოხლიაურში მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო შეეჯახნენ. ახალგაზრდა მამაკაცი და 54 წლის ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო მცირწლოვანი - კლინიკაში გადაყვანის შემდეგ.
შეჯახების დროს დაშავდა კიდევ სამი ადამიანი, მათ შორის სატვირთო მძღოლი. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. რა გახდა ავარიის მიზეზი ფაქტზე, დაწყებულია გამოძიება.