"ჩამოგდებული სამი მფრინავი ობიექტი, შესაძლოა, უწყინარ კომერციულ ან კვლევით საქმიანობასთან იყო დაკავშირებული" - თეთრი სახლი - კვირის პალიტრა

"ჩამოგდებული სამი მფრინავი ობიექტი, შესაძლოა, უწყინარ კომერციულ ან კვლევით საქმიანობასთან იყო დაკავშირებული" - თეთრი სახლი

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ შეერთებული შტატების მიერ მოიერიშე თვითმფრინავებით ჩამოგდებული სამი ამოუცნობი მფრინავი ობიექტი, შესაძლოა, უწყინარ კომერციულ ან კვლევით საქმიანობაში ჩართული აეროსტატები იყვნენ.

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეერთებულ შტატებს არ აქვს რაიმე მტკიცებულება, რომ აღნიშნული მფრინავი ობიექტები თვალთვალის პროგრამის ნაწილია, რომელსაც ჩინეთი ახორციელებს.

„შეერთებულმა შტატებმა ვერ იპოვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც აკავშირებდა ობიექტებს ჩინეთის ბურთების დაკვირვების პროგრამასთან და არც რომელიმე სხვა ქვეყნის ჯაშუშურ პროგრამასთან“, - განაცხადა ჯონ კირბიმ.

მისი თქმით, ობიექტებს, შესაძლოა, კერძო კომერციული ან კვლევითი მიზნებისთვის იყენებდნენ, თუმცა საკუთრებაზე პრეტენზია ჯერჯერობით არავის განუცხადებია.

შეგახსენებთ, შეერთებული შტატების ხელისუფლებამ, ჩინური აეროსტატის ჩამოგდების შემდეგ, სამი ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ჩამოაგდო : ალასკის, კანადისა და მიჩიგანის თავზე. ინფორმაციულმა ვაკუუმმა ამ მფრინავი ობიექტების წარმოშობის შესახებ სპეკულაციები გააძლიერა.

IPN