ნანგრევებში გარდაცვლილი იპოვეს 32 წლის ხელბურთელი ჯემალ კუტაჰია და მისი 5 წლის შვილი - კვირის პალიტრა

ნანგრევებში გარდაცვლილი იპოვეს 32 წლის ხელბურთელი ჯემალ კუტაჰია და მისი 5 წლის შვილი

თურ­ქეთ­ში, კაჰ­რა­მან­მა­რაშ­ში, სახ­ლის ნან­გრე­ვებ­ში 32 წლის ხელ­ბურ­თე­ლი, ჯე­მალ კუ­ტა­ჰია და მისი 5 წლის შვი­ლი ჩი­ნა­რი და­ღუ­პუ­ლი იპო­ვეს...

"დიდი მწუ­ხა­რე­ბით გამ­ცნობთ თურ­ქე­თის მა­მა­კაც­თა ნაკ­რე­ბის კა­პი­ტა­ნის ჯე­მალ კუ­ტა­ჰი­ას და მისი ხუთი წლის ვაჟი ჩი­ნა­რის და­ღუპ­ვის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც ნან­გრე­ვებ­ში იყ­ვნენ და­მარ­ხუ­ლე­ბი, ორ­შა­ბათს თურ­ქეთ­სა და სი­რი­ა­ში მომ­ხდა­რი და­მან­გრე­ვე­ლი მი­წისძვრის გამო. კუ­ტა­ჰია შიდა ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი ძალა იყო“ - წერს ხელ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დი.

მრა­ვალ­დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ, თურ­ქე­თის ხელ­ბურ­თის ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის კა­პი­ტა­ნი, მის უმ­ცროს ვაჟ­თან ერ­თად ნან­გრე­ვე­ბი­დან გარ­დაც­ვლი­ლი ამო­იყ­ვა­ნეს. ამ დრომ­დე იძებ­ნე­ბი­ან ხელ­ბურ­თე­ლის ფეხ­მძი­მე ცოლი და სი­დედ­რი.

ambebi.ge