"Это моя "родина-уродина..." არსად წავალ" - თეატრიდან გაგდების შემდეგ ლია ახეჯაკოვას რუსეთიდან გაძევებით ემუქრებიან, ბარბარა ბრილსკას კი - "ბედის ირონიიდან" წაშლით - კვირის პალიტრა

"Это моя "родина-уродина..." არსად წავალ" - თეატრიდან გაგდების შემდეგ ლია ახეჯაკოვას რუსეთიდან გაძევებით ემუქრებიან, ბარბარა ბრილსკას კი - "ბედის ირონიიდან" წაშლით

ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი ლია ახე­ჯა­კო­ვა რუ­სუ­ლი თე­ატ­რის, "სოვ­რე­მენ­ნი­კის" სცე­ნი­დან გა­ძე­ვე­ბის შემ­დეგ, რუსი "ჰე­ი­თე­რე­ბის" მას­შტა­ბუ­რი თავ­დას­ხმის ობი­ექ­ტად იქცა. პუ­ტი­ნის­ტე­ბი დიდ არ­ტისტს ქვეყ­ნი­დან გა­ძე­ვე­ბი­თაც ემუქ­რე­ბი­ან... ახე­ჯა­კო­ვა ამ­ბობს, რომ ამ აღ­ვი­რახ­სნი­ლი თავ­დას­ხმე­ბის შემ­დეგ, იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და "ინ­სტაგ­რამ­ზე" სა­კუ­თა­რი ან­გა­რი­ში და­ე­ხუ­რა, თუმ­ცა აცხა­დებს, რომ წას­ვლას არ­სად აპი­რებს...

ის ამ თე­მა­ზე დას­მუ­ლი შე­კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ ჯგუფ DDT-ს სიმ­ღე­რას ცი­ტი­რებს. "Это моя "родина-уродина..." - "ეს ჩემი მა­ხინ­ჯი სამ­შობ­ლოა... ჩვენ ის მა­ინც მოგ­ვწონს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სი­ლა­მა­ზით არ გა­მო­ირ­ჩე­ვა. უკვე 84 წლის ვარ, არ­სად წა­ვალ, დაე, ისი­ნი წა­ვიდ­ნენ... მე აქ ვარ იმი­ტომ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­და­ვი­ტა­ნო, უკვე ძა­ლი­ან დიდი ხა­ნია აქ ვცხოვ­რობ..." - ამ­ბობს მსა­ხი­ო­ბი.

ახე­ჯა­კო­ვა ვა­რა­უ­დობს, რომ მალე მას უცხო­ე­ლი აგენ­ტე­ბის სი­ა­ში შე­იყ­ვა­ნენ.

შე­გახ­სე­ნებთ, ამ ცოტა ხნის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მისი სპექ­ტაკ­ლი"ვთა­მა­შობთ ჯინს" ამო­ი­ღეს "სოვ­რე­მენ­ნი­კის" რე­პერ­ტუ­ა­რი­დან, მე­ტიც, გა­ა­უქ­მეს ყვე­ლა სპექ­ტაკ­ლი მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით იმ თე­ატ­რში, რომ­ლის სცე­ნა­ზეც 50 წე­ლი­წა­დი იდგა. რო­გორც უკვე ვწერ­დით, თე­ატ­რის დი­რექ­ტორ­მა იური კრა­ვეც­მა სა­ხალ­ხო არ­ტისტს და­უ­რე­კა და უთხრა, რომ მისი სპექ­ტაკ­ლე­ბი მო­იხ­სნა თე­ატ­რში შე­სუ­ლი უკ­მა­ყო­ფი­ლო წე­რი­ლე­ბის გამო, სა­დაც ეწე­რა, რომ ახე­ჯა­კო­ვა "რუ­სო­ფო­ბი და მო­ღა­ლა­ტეა“, რომ ის თე­ატ­რის სცე­ნას ბილ­წავს.

ლია ახე­ჯა­კო­ვა დიდი ხა­ნია აპ­რო­ტეს­ტებს პუ­ტი­ნის რე­ჟი­მის პო­ლი­ტი­კას, ის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად შე­უ­რი­გე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის შემ­დეგ. არ მა­ლავს, რომ გმობს რუ­სე­თის აგ­რე­სი­ას უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ.

ახა­ლი პრობ­ლე­მე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად 84 წლის ახე­ჯა­კო­ვა რუ­სულ პრე­სას­თან კონ­ტაქტს ერი­დე­ბა.

"ნე­ბის­მი­ე­რი ინ­ტერ­ვიუ, რო­მელ­საც ვაძ­ლევ, შე­იძ­ლე­ბა თავ­და­ყი­რა და­ა­ყე­ნონ, შეც­ვა­ლონ და რამე და­მაბ­რა­ლონ“, - ამ­ბობს ახე­ჯა­კო­ვა DW-სთან და კი­თხვა­ზე: "რო­გორ იცხოვ­რებ ახლა - თე­ატ­რის გა­რე­შე?“ - და­ნა­ნე­ბით პა­სუ­ხობს: "დიდი დრო არ დამ­რჩე­ნია, რო­გორ­მე ვი­ცხოვ­რებ...“

აქ­ცია ახე­ჯა­კო­ვას მხარ­და­სა­ჭე­რადცნო­ბილ­მა რე­ჟი­სორ­მა კი­რილ სე­რებ­რე­ნი­კოვ­მა, რო­მელ­მაც რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ომის და­წყე­ბამ­დე და­ტო­ვა, ახე­ჯა­კო­ვას მხარ­და­სა­ჭე­რად აქ­ცია - "წე­რი­ლე­ბი ლიას“ წა­მო­ი­წყო. გააგრძელეთ კითხვა