"ჩემით ჩამოსვლას არ ვაპირებ, დამალვით არ ვიმალები, ვეუბნები, აგერ ვარ, სტრასბურგში და ახლა არ მგონია, ინტერპოლმა დამიჭიროს..." - რას ამბობს გოგი წულაია 4-წლიანი პატიმრობის მისჯის შემდეგ - კვირის პალიტრა

"ჩემით ჩამოსვლას არ ვაპირებ, დამალვით არ ვიმალები, ვეუბნები, აგერ ვარ, სტრასბურგში და ახლა არ მგონია, ინტერპოლმა დამიჭიროს..." - რას ამბობს გოგი წულაია 4-წლიანი პატიმრობის მისჯის შემდეგ

სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ პო­ლი­ტი­კოს გოგი წუ­ლა­ი­ას 4-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა და­უს­წრებ­ლად შე­უ­ფარ­და. რო­გორც მისი ად­ვო­კა­ტი ვა­ლე­რი გელ­ბა­ხი­ა­ნი ამ­ბობს, სა­ა­პე­ლა­ცი­ომ პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის გა­ნა­ჩე­ნი შეც­ვა­ლა და პო­ლი­ტი­კოსს პა­ტიმ­რო­ბა 138-ე მუხ­ლის თა­ნახ­მად მი­უ­სა­ჯა. დაც­ვის მხა­რე სა­ა­პე­ლა­ცი­ოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­ში გა­ა­სა­ჩივ­რებს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გოგი წუ­ლა­ია სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით 2021 წლის 17 მარტს და­ა­კა­ვეს, მას წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა 3 თვით მი­ე­სა­ჯა, გარ­კვე­უ­ლი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში პო­ლი­ტი­კო­სი შიმ­ში­ლობ­და, რის გა­მოც მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა რამ­დენ­ჯერ­მე დამ­ძიმ­და. ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სი სა­პა­ტიმ­რო­დან იმა­ვე წლის 1-ლ ივ­ლისს გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე მო­სა­მარ­თლემ ად­ვო­კა­ტის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­აკ­მა­ყო­ფი­ლა და მას 6 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­უ­ფარ­და. პრო­კუ­რა­ტუ­რა აღ­ნიშ­ნულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ და­ე­თან­ხმა და სა­ა­პე­ლა­ციო წე­სით გა­ა­სა­ჩივ­რა, რაც თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა და მსჯავ­რდე­ბულს 4 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა.

ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სი მო­სა­მარ­თლე­თა კო­ლე­გი­ის გა­ნა­ჩენს ambebi.ge-სთან სტრას­ბურ­გი­დან აფა­სებს. გოგი წუ­ლა­ია გა­ნა­ჩენს პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნის გაგ­რძე­ლე­ბას მი­ა­წერს და არ გა­მო­რი­ცხავს ქსტრა­დი­ცი­ა­საც, რად­გან დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ მისი და­კა­ვე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა მი­ი­ღო.

"სა­ა­პე­ლა­ცი­ოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ვა­ლე­რი გელ­ბა­ხი­ან­მა შე­მა­ტყო­ბი­ნა. მუ­რუ­სი­ძე-ჩინ­ჩა­ლა­ძის­გან ყვე­ლა­ფერს მო­ვე­ლო­დი, მაგ­რამ თვი­თონ ბი­ძი­ნა და ბერა ივა­ნიშ­ვი­ლე­ბი თუ ასე ბო­ლომ­დე გამ­წი­რავ­დნენ - მთე­ლი ოჯა­ხის და­ტე­რო­რე­ბით და ოჯა­ხის ემიგ­რა­ცი­ა­ში გა­დახ­ვე­წით, ამას - არა. კი ვი­ცო­დი, პრობ­ლე­მებს რომ შე­მიქ­მნიდ­ნენ, მარა ნამ­დვი­ლად არ მე­გო­ნა, 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში პო­ლი­ტი­კოს­თან ამ­ნა­ი­რი მე­თო­დე­ბით ბრძო­ლა თუ შე­იძ­ლე­ბო­და. შე­იძ­ლე­ბა ჩემი შეც­დო­მა ის იყო, რომ ბერა ივა­ნიშ­ვილს შე­ვა­გი­ნე და გა­მო­ვიწ­ვიე, ვუ­თხა­რი, თუ ვაჟ­კა­ცი ხარ, მოდი და მე მე­ლა­პა­რა­კე-თქვა. ჩინ­ჩა­ლა­ძე-მუ­რუ­სი­ძე­ზე არაა ლა­პა­რა­კი, ვე­ლო­დი, რომ მო­მის­ჯიდ­ნენ, სა­ა­პე­ლა­ციო ამის­თვის იყო მო­ტო­ვე­ბუ­ლი, თო­რემ ის ქალ­ბა­ტო­ნი მო­სა­მარ­თლე სა­ქა­ლა­ქო­დან - ლია ორ­კო­დაშ­ვი­ლი უაღ­რე­სად წე­სი­ე­რი და ვაჟ­კა­ცუ­რი გა­მოდ­გა. ამათ­თან შე­და­რე­ბით, მან, ასე თუ ისე, სა­მარ­თლი­ა­ნი გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ი­ტა­ნა. ვე­ლო­დი, რო­გორ არა, აბა, სა­ა­პე­ლა­ციო ამას გა­ა­ტა­რებ­და? ეს არის აშ­კა­რა შუ­რის­ძი­ე­ბა, პა­ტა­რა კა­ცია და დამ­სა­ჯა, აბა მეტი რაა ეს? გააგრძელეთ კითხვა

ასევე ნახეთ: "მიშას რას უშობიენ და რომ ჩამევიდე, მე რაღას მიზამენ?"