თეა წულუკიანზე დაწერილი პოსტის გამო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა ქეთა გაბიანი - რას წერს მინისტრი? - კვირის პალიტრა

თეა წულუკიანზე დაწერილი პოსტის გამო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა ქეთა გაბიანი - რას წერს მინისტრი?

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" აქ­ტი­უ­რი მხარ­დამ­ჭე­რის ქეთა გა­ბი­ა­ნი, რო­მელ­მაც ერთი წლის წინ სა­კუ­თარ პოს­ტში თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი უცენ­ზუ­რო სი­ტყვე­ბით მო­იხ­სე­ნია, სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ ცნო და და­ე­კის­რა ფუ­ლა­დი ჯა­რი­მა.

ინ­ფორ­მა­ცი­ას კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თა­ვად ავ­რცე­ლებს

"ეს გახ­ლავთ შარ­შან, თე­ბერ­ვალ­ში მი­ღე­ბუ­ლი მკვლე­ლო­ბის მუ­ქა­რა, რო­მე­ლიც ავ­ტორ­მა მოგ­ვი­ა­ნე­ბით წა­შა­ლა. მო­ცე­მუ­ლი არ­სე­ბა, ვინ­მე ქე­თე­ვან გა­ბი­ა­ნი (აწ უკვე ხა­ბი­ა­ნი), რო­მე­ლიც სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში ვნა­ხე პირ­ვე­ლად, დღეს გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი, პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლოს გა­ნა­ჩე­ნის თა­ნახ­მად: ცნო­ბილ იქნა დამ­ნა­შა­ვედ სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 151-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით და სას­ჯე­ლად გა­ნე­სა­ზღვრა ჯა­რი­მა 2000 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

დღე­ი­დან იგი სის­ხლის სა­მარ­თლის დამ­ნა­შა­ვეა და არა - ნა­ცუ­რი კე­თილ­შო­ბი­ლე­ბის დე­და­მი­წა­ზე დამ­კვიდ­რე­ბი­სათ­ვის მებ­რძო­ლი ენ­ჯეო-ამორ­ძა­ლი. ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­სა­მარ­თლო პრე­ცე­დენ­ტია! მად­ლო­ბას ვუხ­დი ჩემს ად­ვო­კატს, ბა­ტონ მალ­ხაზ სა­ლა­ყა­ი­ას!" - წერს წუ­ლუ­კი­ა­ნი.

ცნო­ბის­თვის, ერთი წლის წინ გა­ბი­ან­მა პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, შემ­დეგ კი წა­შა­ლა. თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით პოს­ტის სქ­რი­ნი "ფე­ის­ბუქ­ზე" დადო თეა წუ­ლუ­კი­ან­მა. სქ­რინ­ზე ჩანს, რომ გა­ბი­ა­ნი უცენ­ზუ­როდ სი­ტყვებს იყე­ნებს და წერს: "ეს "სუ­ჩკა" თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი უნდა დავ­მარ­ხო..."