"მის პატარა ქალიშვილზეც ეჭვიანობდა და სთხოვდა ბავშვის ფოტოები კამერაში არ გამოეფინა" - რას წერს უკრაინული მედია მიხეილ სააკაშვილისა და ლიზა იასკოს წყვილზე?
"მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრეები ცდილობენ საქართველოს ხელისუფლება აიძულონ, ექსპრეზიდენტი ციხიდან საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაიყვანოს, უკრაინაში ცალკე დრამა მიმდინარეობს, რომელიც უკავშირდება მის ურთიერთობას უმაღლესი რადას დეპუტატ ლიზა იასკოსთან" - წერს უკრაინული გამოცემა Strana.
შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2020 წლის შემოდგომაზე Strana-მ გაავრცელა ინფორმაცია იასკოს რომანის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტთან.
დიდი ხნის განმავლობაში შეყვარებულები მალავდნენ რომანტიკულ ურთიერთობას, მაგრამ როდესაც ერთი წლის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდა, სადაც ის დააკავეს, სოციალურ ქსელებში, მის გვერდებზე ლიზა იასკოსთან სასიყვარულო ურთიერთობა აღიარა. მაშინ გამოქვეყნდა საერთო ვიდეოც. ამგვარად, წყვილმა თავისი ურთიერთობა გაასაჯაროვა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სააკაშვილს ქალიშვილი ალისა-მარია (ამჟამად 2,5 წლის) ქართველი მომღერლის სოფია ნიჟარაძისგან ჰყავს, რომელიც დედასთან იზრდება. მან საჯაროდ აღიარა გოგონა, რომ მისი შვილი იყო და ბავშვის ფოტოები, ციხის საკანშიც აქვს გამოქვეყნებული.
დაკავებული სააკაშვილის სანახავად თავდაპირველად ლიზა იასკო ხშირად ჩადიოდა თბილისში, მის მხარდასაჭერად არაერთი ვიდეო შეტყობინებები ჩაწერა. მაგრამ შემდეგ მან ურთიერთიერთობა ნაწილობრივ გაცივდა.
"უკვე წელიწადია, რაც იასკოს მისთვის ციხეში არ მიუკითხავს. სააკაშვილთან კონტაქტსაც კი არ ინარჩუნებს" – ამბობენ ქალის ახლო მეგობრები.
მათი აზრით, ის მიხეილ სააკაშვილის გრძნობებით თამაშობდა და ანგარებიანი დამოკიდებულება ჰქონდა. სახალხო დეპუტატს უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის საკუთრების უფლების მოპოვება სურდა. იხილეთ სრულად