"პირველი მჭედელი ქალი საქართველოში" - მძიმე სენს შეწირული ხელოვანი და მისი საავტორო კოლექცია - კვირის პალიტრა

"პირველი მჭედელი ქალი საქართველოში" - მძიმე სენს შეწირული ხელოვანი და მისი საავტორო კოლექცია

მძიმე სენს შეწირული ხელოვანი და მისი საავტორო კოლექცია

მაია მირზიაშვილს ხელოვნებათმცოდნეები ასე მოიხსენიებენ: „პირველი მჭედელი ქალი საქართველოში“. ქალს, რომელიც მძიმე სენის მსხვერპლი გახდა, 6 თებერვალს დაბადების დღე ჰქონდა. ამ დღისთვის მისი მეგობრის, რეჟისორ ლელა ჭინჭარაულის ინიციატივითა და მაიას ოჯახისა და სხვა მეგობრების თანადგომით, 300-მდე ექსპონატს ერთ სივრცეში მოუყარეს თავი.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

ლია სადაღაშვილი, მხატვარი-ფერმწერი, მაია მირზიაშვილის მეგობარი:"მახსოვს, პირველად ჩემი ყურადღება მის ხელზე გაკეთებულმა სამკაულმა მიიქცია. მერე ნელ-ნელა დავახლოვდით, საერთო მეგობრებიც გაგვიჩნდა...

მამამისი ხეზე კვეთდა და, როგორც ვიცი, მაიკო ბავშვობიდან დაინტერესდა ამ საქმით. ფასანაურში პატარა სახელოსნო ჰქონდათ, სადაც ხის დამამუშავებელი დაზგა იდგა. მაიკო იქ დაიბადა, გაიზარდა და ალბათ მისი ინტერესიც მაშინ გაღვივდა...

ერთხელ, ფასანაურიში ვიღაც კაცი მჭედელს ეძებდა თურმე. მაიას სახლი მიუსწავლებიათ. როცა ის გამოსულა და იმ კაცს დაუნახავს, ძალიან გაჰკვირვებია „მჭედელი მაიას“ დანახვა. ასე პირველად ლექტორებმა მოიხსენიეს და ფაქტია, ასეცაა...

2003-2014 წლებში ამერიკაში ვცხოვრობდი. მისი დიაგნოზის შესახებ იქ გავიგე. შოკირებული ვიყავი, მაგრამ მას უცნაური თვისება ჰქონდა, იქით გამშვიდებდა. თბილისში რომ ჩამოვედი და ვნახულობდი, ისეთი სიყვარულით და სიმშვიდით საუბრობდა საკუთარ დიაგნოზზე, რომ გააზრება მიჭირდა..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 16 თებერვლის ნომერში წაიკითხავთ.

ანა კალანდაძე