"ჩემ შესახებ ამბობენ, - ის იქნება ადამიანი, ვინც მოდაში დიდ რევოლუციას მოახდენსო. მეუბნებიან, - ქალის სამოსის თემა შენიაო"
"თითოეულ კაბას აღვიქვამ, როგორც ბრძოლას და გამარჯვებას"
დიზაინერი ნათია ქართველიშვილი წლებია, საბერძნეთში მუშაობს, ფსევდონიმით - ათინათი. როგორც გვითხრა, პირველი დიზაინერია, ვინც საბერძნეთში სამოსის პირველი ქართული ინდივიდუალური ჩვენება გამართა... მონაწილეობდა ათენის მოდის კვირეულშიც...
გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალში "გზა" გამოქვეყნებული სტატიიდან:
"ათენის "ფეშენ ვიკზე" განგებამ და ბევრწლიანმა შრომამ მომახვედრა. ჩემს შესახებ ამბობენ, - ის იქნება ადამიანი, ვინც მოდაში დიდ რევოლუციას მოახდენსო. მეუბნებიან, - ქალის სამოსის თემა შენიაო. ყველა მიცნობს...
ბერძნების გემოვნებას ვიცნობ - ვიცი, რა მოსწონთ: ყოველდღიური სამოსით შემოიფარგლებიან. უყვართ უბრალოება. არ მოსწონთ გადაპრანჭული ტანსაცმელი. უყვართ მაღალი ხარისხი... საერთოდ, საბერძნეთს ბევრი ძლიერი დიზაინერი ჰყავს...
2013 წელს, ათენში სამოსის პირველი ჩვენება გავმართე. პირველი დიზაინერი ვიყავი, ვინც საბერძნეთში პირველი ქართული ინდივიდუალური ჩვენება გამართა, რომელსაც ესწრებოდნენ კრიტიკოსები, მთელი საბერძნეთის მასშტაბით. ჩემი კოლექციის მეორე ჩვენება 2018 წელს გაიმართა, მესამე და მეოთხე კი - 2022 წლის ნოემბერში. ნელ-ნელა სხვადასხვა ქვეყანაშიც გავალ..."
სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 16 თებერვლის ნომერში წაიკითხავთ.
ეთო ყორღანაშვილი