"ვისაც როგორ შეგიძლიათ მომეხმარეთ" - რას წერს მომღერალი ეკა კვალიაშვილი?
მომღერალი ეკა კვალიაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს. როგორც კვალიაშვილი წერს, ბინის შესაძენად თანხის ნაწილი აქვს შესაგროვებელი და დახმარებისთვის ხალხს მიმართავს:
ეკა კვალიაშვილი: "ჩემო ოქროს ადამიანებო, თქვენი დახმარება მჭირდება სასწრაფოდ, გეტყვით რასთანაა დაკავშირებული, გამოჩნდა ერთ ნაწილობრივ ახალაშენებულ-მშენებარე სახლში ბინა, რომელიც შემიძლია შევიძინო, ბანკით, თავიდან 10 % უნდა შევიტანო, სასწრაფოდ უნდა შევაგროვო (სასწრაფოდ), თორემ ნელ-ნელა რაღაცას მოვახერხებდი, საქმე იმაშია, რომ დრო არ არის, 4700 $ - (ოთხიათასშვიდასი დოლარი - იგივე დაახლოვებით 13 000 ლარამდე მაქვს შესაგროვებელი, რომ შემდეგ 15-20 წელი იპოტექა ბანკში ვიხადო და ბინა შევიძინო, ამოვისუნთქო და შემდეგ, ჩემს კეთილისმყოფელებს, საოცარ საღამო-კონცერტს ვპირდები, აქაც და უცხოეთშიც. ვდებ ანგ. ნომერს, ვისაც როგორ შეგიძლიათ მომეხმარეთ, ყველა გვარი და სახელი ჩანიშნული მექნება, მადლობა წინასწარ, ამ წუთას სხვა გზა არ მაქვს საქართველოს ბანკი, - მიმღები მე, თქვენი ეკა კვალიაშვილი GE57BG0000000533992738" - წერს მომღერალი სოციალურ ქსელში.
ცოტა ხნის წინ მომღერალი სოციალურ ქსელში, თბილისის მერს კახა კალაძესაც მიმართავდა:
"მივმართავ თბილისის მერს, კახი კალაძეს. არ მჯერა, რომ არ იცი ჩემი უსახლკარობის შესახებ, არ მჯერა, რომ არც ერთი პოსტი, სადაც მონიშნული ყავხარ უამრავ ადამიანს, არ გინახავს, არ მჯერა, რომ ერთი ბინა არ გამოინახა ჩემთვის. უამრავს აშენებთ, არ მჯერა, რომ ჩემმა ქვეყანამ, ამ უყურადღებობის გამო ისე მომაბეზრა თავი, სხვაგან გავრბივარ!!!
ძალიან შევწუხდი, ძალიან დავიღალე, ადამიანი, რომელსაც, სიმღერის, სითბოს, სიყვარულის, სინათლის, სიკეთის მეტი არაფერი მინდა მივანიჭო ჩემს ქვეყანას, ანუ, მე დამიკიდეთ, ანუ ვერ გავხდი ღირსი, რომ ყურადღება და სითბო მივიღო. კარგი, იყოს ნება თქვენი, მაგრამ, რასაცა გასცემ შენიაო ნათქვამია, კარმა მუშაობს! მადლობა კახი "ყურადღებისთვის", - წერდა მომღერალი.