"ვისაც როგორ შეგიძლიათ მომეხმარეთ" - რას წერს მომღერალი ეკა კვალიაშვილი? - კვირის პალიტრა

"ვისაც როგორ შეგიძლიათ მომეხმარეთ" - რას წერს მომღერალი ეკა კვალიაშვილი?

მომღერალი ეკა კვალიაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს. როგორც კვალიაშვილი წერს, ბინის შესაძენად თანხის ნაწილი აქვს შესაგროვებელი და დახმარებისთვის ხალხს მიმართავს:

ეკა კვალიაშვილი: "ჩემო ოქროს ადამიანებო, თქვენი დახმარება მჭირდება სასწრაფოდ, გეტყვით რასთანაა დაკავშირებული, გამოჩნდა ერთ ნაწილობრივ ახალაშენებულ-მშენებარე სახლში ბინა, რომელიც შემიძლია შევიძინო, ბანკით, თავიდან 10 % უნდა შევიტანო, სასწრაფოდ უნდა შევაგროვო (სასწრაფოდ), თორემ ნელ-ნელა რაღაცას მოვახერხებდი, საქმე იმაშია, რომ დრო არ არის, 4700 $ - (ოთხიათასშვიდასი დოლარი - იგივე დაახლოვებით 13 000 ლარამდე მაქვს შესაგროვებელი, რომ შემდეგ 15-20 წელი იპოტექა ბანკში ვიხადო და ბინა შევიძინო, ამოვისუნთქო და შემდეგ, ჩემს კეთილისმყოფელებს, საოცარ საღამო-კონცერტს ვპირდები, აქაც და უცხოეთშიც. ვდებ ანგ. ნომერს, ვისაც როგორ შეგიძლიათ მომეხმარეთ, ყველა გვარი და სახელი ჩანიშნული მექნება, მადლობა წინასწარ, ამ წუთას სხვა გზა არ მაქვს საქართველოს ბანკი, - მიმღები მე, თქვენი ეკა კვალიაშვილი GE57BG0000000533992738" - წერს მომღერალი სოციალურ ქსელში.

ცოტა ხნის წინ მომღერალი სოციალურ ქსელში, თბილისის მერს კახა კალაძესაც მიმართავდა:

"მივ­მარ­თავ თბი­ლი­სის მერს, კახი კა­ლა­ძეს. არ მჯე­რა, რომ არ იცი ჩემი უსახ­ლკა­რო­ბის შე­სა­ხებ, არ მჯე­რა, რომ არც ერთი პოს­ტი, სა­დაც მო­ნიშ­ნუ­ლი ყავ­ხარ უამ­რავ ადა­მი­ანს, არ გი­ნა­ხავს, არ მჯე­რა, რომ ერთი ბინა არ გა­მო­ი­ნა­ხა ჩემ­თვის. უამ­რავს აშე­ნებთ, არ მჯე­რა, რომ ჩემ­მა ქვე­ყა­ნამ, ამ უყუ­რა­დღე­ბო­ბის გამო ისე მო­მა­ბეზ­რა თავი, სხვა­გან გავ­რბი­ვარ!!!

ძა­ლი­ან შევ­წუხ­დი, ძა­ლი­ან და­ვი­ღა­ლე, ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც, სიმ­ღე­რის, სით­ბოს, სიყ­ვა­რუ­ლის, სი­ნათ­ლის, სი­კე­თის მეტი არა­ფე­რი მინ­და მი­ვა­ნი­ჭო ჩემს ქვე­ყა­ნას, ანუ, მე და­მი­კი­დეთ, ანუ ვერ გავ­ხდი ღირ­სი, რომ ყუ­რა­დღე­ბა და სით­ბო მი­ვი­ღო. კარ­გი, იყოს ნება თქვე­ნი, მაგ­რამ, რა­სა­ცა გას­ცემ შე­ნი­აო ნათ­ქვა­მია, კარ­მა მუ­შა­ობს! მად­ლო­ბა კახი "ყუ­რა­დღე­ბის­თვის", - წერდა მომღერალი.