თანხმობა 100 მილიონ ევროზე - ინგლისის პრემიერლიგის გუნდი მზადაა, ხვიჩას სანაცვლოდ ეს თანხა გადაიხადოს
Tribal Football-ი იუწყება, რომ "ნიუკასლი" ზაფხულში ხვიჩა კვარაცხელიას ხელში ჩასაგდებად ყველა ღონეს იხმარს.
აღნიშნული გამოცემა აღნიშნავს, რომ ინგლისური კლუბი მზადაა, ქართველის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გაიღოს.
შეგახსენებთ, ხვიჩას "ნაპოლისთან" კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს. გუშინ მისმა აგენტმა, მამუკა ჯუღელმა თქვა, რომ კვარაცხელიას შეძენით არაერთი დიდი გუნდია დაინტერესებული.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ "ნიუკასლი" საუდის არაბეთის საინვესტიციო ფონდის საკუთრებაა. გააგრძელე კითხვა