მაშველებმა თურქეთში ნანგრევებიდან 3 ცოცხალი ადამიანი, მათ შორის 14 წლის ბავშვი ამოიყვანეს - კვირის პალიტრა

მაშველებმა თურქეთში ნანგრევებიდან 3 ცოცხალი ადამიანი, მათ შორის 14 წლის ბავშვი ამოიყვანეს

მაშველებმა თურქეთში, ჰათაის პროვინციაში ნანგრევებიდან, მიწისძვრიდან 261 საათის შემდეგ, ორი მამაკაცი ამოიყვანეს.

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი, ფაჰრეთინ კოჩა „ტვიტერში“ წერს, რომ 33 და 26 წლის მამაკაცები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამასთან, მანამდე, მიწისძვრიდან 260 საათის შემდეგ, მაშველებმა ნანგრევებიდან 14 წლის ბიჭი ამოიყვანეს, რომელსაც სამედიცინო დახმარება ჰათაის მუსტაფა ქემალის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში უტარდება.

თურქეთის კატასტროფების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ქვეყანაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 38 044-მდე გაიზარდა.

IPN

ასევე ნახეთ: "ქართველი მაშველები მითურ პერსონაჟებს აგონებენ, მათ გამოჩენას აცრემლებული, ტაშით და იმედით ხვდებიან..."