"აშშ-სა და სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო წვრთნები რეგიონში დაძაბულობას ზრდის" - ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება - კვირის პალიტრა

"აშშ-სა და სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო წვრთნები რეგიონში დაძაბულობას ზრდის" - ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება აცხადებს, რომ აშშ-სა და სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო წვრთნები რეგიონში დაძაბულობას ზრდის.

მათი თქმით, ამ ქმედებებს ოფიციალური ფხენიანის მხრიდან საპასუხო ნაბიჯი აუცილებლად მოყვება და ჩრდილოეთ კორეა შეიარაღებას გაზრდის.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-სა და სამხრეთ კორეის ერთობლივი ყოველწლიური სამხედრო წვრთნები მომდევნო თვეში გაიმართება. წვრთნების მიზანი სამხრეთ კორეის ბრძოლისუნარიანობის გაძლიერება და ჩრდილოეთ კორეიდან მომავალი საფრთხეების შეკავებაა.

IPN