ბათუმში მეჩეთთან ჩვილი იპოვეს - ახალშობილი კლინიკაშია გადაყვანილი - კვირის პალიტრა

ბათუმში მეჩეთთან ჩვილი იპოვეს - ახალშობილი კლინიკაშია გადაყვანილი

ბათუმში მეჩეთთან ჩვილი იპოვეს. ახალშობილი ბათუმის კლინიკაშია გადაყვანილი. წინასწარი ინფორმაციით, ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც ბათუმის კლინიკაში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ჩვილი სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

არსებული ინფორმაციით, ახალშობილი ათი დღის იყო.

მომხდართან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის” 127-ე მუხლით დაიწყო, რაც ადამიანის სიცოცხლის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს.