13 წლის მოციგურავემ, ინგა გურგენიძემ, სლოვენიაში გამართულ ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა - კვირის პალიტრა

13 წლის მოციგურავემ, ინგა გურგენიძემ, სლოვენიაში გამართულ ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა

13 წლის მო­ცი­გუ­რა­ვემ, ინგა გურ­გე­ნი­ძემ სლო­ვე­ნი­ა­ში გა­მარ­თულ ახალ­გაზ­რდულ ტურ­ნირ­ზე Dragon Trophy & Tivoli Cup ოქ­როს მე­და­ლი მო­ი­პო­ვა. გურ­გე­ნი­ძემ კონ­კურ­სან­ტებს შო­რის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი, 177,82 ქულა და­აგ­რო­ვა.

სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახლა გურ­გე­ნი­ძე ახალ­გაზ­რდულ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე იას­პა­რე­ზებს, რო­მე­ლიც 27 თე­ბერ­ვლი­დან 5 მარ­ტამ­დე კა­ნა­დის ქა­ლაქ კალ­გარ­ში ჩა­ტარ­დე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ინგა გურ­გე­ნი­ძე ადრე ინგა ნი­კი­ტი­ნას გვა­რით გა­მო­დი­ო­და და ცოტა ხნის წინ მი­ი­ღო მა­მის გვა­რი - გურ­გე­ნი­ძე.

ის, რომ ინგა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით იას­პა­რე­ზებ­და, გა­სულ ზა­ფხულს გახ­და ცნო­ბი­ლი. "სა­ქარ­თვე­ლო გვარ­თმევს ნი­ჭი­ერ სპორ­ტსმე­ნებს“, - წერ­და მა­შინ რუ­სუ­ლი მე­დია.

ambebi.ge