13 წლის მოციგურავემ, ინგა გურგენიძემ, სლოვენიაში გამართულ ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა
13 წლის მოციგურავემ, ინგა გურგენიძემ სლოვენიაში გამართულ ახალგაზრდულ ტურნირზე Dragon Trophy & Tivoli Cup ოქროს მედალი მოიპოვა. გურგენიძემ კონკურსანტებს შორის ყველაზე მაღალი, 177,82 ქულა დააგროვა.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ახლა გურგენიძე ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს, რომელიც 27 თებერვლიდან 5 მარტამდე კანადის ქალაქ კალგარში ჩატარდება.
აღსანიშნავია, რომ ინგა გურგენიძე ადრე ინგა ნიკიტინას გვარით გამოდიოდა და ცოტა ხნის წინ მიიღო მამის გვარი - გურგენიძე.
ის, რომ ინგა საქართველოს სახელით იასპარეზებდა, გასულ ზაფხულს გახდა ცნობილი. "საქართველო გვართმევს ნიჭიერ სპორტსმენებს“, - წერდა მაშინ რუსული მედია.